რაფაელ გლუქსმანი: ჩვენ რომ სააკაშვილისთვის მოგვესმინა, ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდით
რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ევროპული პარლამენტის დეპუტატმა რაფაელ გლუქსმანმა ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ დასავლეთმა 2008 წელს სააკაშვილის განცხადებებს ვლადიმერ პუტინის შესახებ საკმარისი ყურადღება არ მიაქცია, რამაც ეცროპა ამ სიტუაციამდე მიიყვანა.
"რა ახლა უკრაინაში ხდება, ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ იყო ერთი პრეზიდენტი, გვარად სააკაშვილი, რომელიც მთელი მსოფლიოს გამოფხიზლებას ცდილობდა. ახლა იგი ციხეშია და ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო მოვლენაა. ჩვენ რომ მისთვის 2008 წელს ან მას შემდეგ მოგვესმინა, ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით.
ვიცი, რომ ჩემს საუბარს ქართული აუდიტორია ადევნებს თალს, ამიტომ მინდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას ფიქრობს მასზე, ფაქტი ერთია, რომ ქართველების პრეზიდენტი იყო თითქმის ერთადერთი ლიდერი, რომელიც სწორად აფასებდა ვლადიმერ პუტინს და ზუსტად ესმოდა, რა ტიპის საფრთხეები ემუქრებოდა მისი რეჟიმისგან თავისუფალ სამყაროს."
რაფაელ გლქუსმანის თქმით, 2008 წლის შემდეგ დასავლელი ლიდერების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს სააკაშვილსა და პუტინს შორის არსებული კონფლიქტი იყო და ევროპაზე გავლენას არ მოახდენდა, რაც მისი აზრით მცდარი გათვლა იყო.