14 ივნისს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერი დააკავა.
ვითრების არსი: "დღეს, გამთენიისას, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივეცი ბრძანება, გზა გადაეჭრათ ეგრეთ წოდებული 'ჩრდილოვანი ფლოტის' ტანკერისთვის, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა და ლა-მანშის სრუტის გავლით ცდილობდა გადაადგილებას," - დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელ X-ში.
- "ამ გემის დაკავება მორიგ დარტყმას აყენებს რუსეთს და შეხსენებაა მათთვის, ვინც პუტინის ომს კვებავს უკრაინაში, რომ ჩვენ მათ მიმალვის საშუალებას არ მივცემთ," - ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
სტრიქონებს შორის: თავის მხრივ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემ Smyrtos-ის დაკავების ოპერაცია, რომელიც ლა-მანშის სრუტით ცდილობდა გავლას, ექვს საათს გრძელდებოდა.
- თავდაცვის უწყებაში დააზუსტეს, რომ 14 ივნისის დილას გემზე სამეფო საზღვაო ქვეითები და დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გადასხდნენ.
- ოპერაცია ფრანგულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. გარდა ამისა, ტანკერის დაკავებაში მხარდაჭერას უზრუნველყოფდა საზღვაო ავიაციის ჯგუფის სამი ვერტმფრენი, წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო საპატრულო თვითმფრინავი, ასევე ხომალდები Sutherland და Ledbury.
- ახლა Smyrtos-ს, გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე საღზაო სადგომზე გადაიყვანენ.
დიდი სურათი: 25 მარტს კირ სტარმერმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ნება დართო, შეემოწმებინათ და დაეკავებინათ ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფი ის გემები, რომლებიც ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებს გადიან.
- ეს განკარგულება მას შემდეგ გამოიცა, რაც The Daily Telegraph ანალიტიკოსების ცნობით, 2026 წლის პირველ სამ თვეში ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 300-ზე მეტმა ხომალდმა გაიარა.
- გამოცემა აღნიშნავდა, რომ სტარმერის განკარგულებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ლა-მანშის გავლით მიმავალი "ათობით რუსული გემიდან" არცერთი არ დაუკავებიათ. ამასთან, სულ მცირე ერთ ტანკერს თან ახლდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატი "ადმირალი გრიგოროვიჩი."