დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

22:28 | 13 ოქტომბერი, 2026 — საფრანგეთი

გლუკსმანი: ტრამპი ან სასარგებლო იდიოტია, ან განზრახ ასუსტებს ევროპას

საფრანგეთის პრეზიდენტობის მემარცხენე-ცენტრისტმა კანდიდატმა, რაფაელ გლუკსმანმა, მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების გაუქმება.

ვითარების არსი: პარასკევს ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან საუბრის შედეგად რუსეთიდან ასობით ათასი ტონა დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება გამოაცხადა. ამ ნაბიჯმა მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია როგორც ევროპელი მოკავშირეების მხრიდან, ისე აშშ-ის შიგნითაც.

  • "შეერთებული შტატების სათავეში დგას ადამიანი, რომელიც არის ან სასარგებლო იდიოტი, ან აგენტი, რომელიც ევროპის ძალასა და თავისუფლებას უთხრის ძირს," - განაცხადა გლუკსმანმა.
  • ევროპარლამენტარმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2027 წელს მარინ ლე პენის ვლადიმირ პუტინისთვის გამარჯვება იქნება იქნება და ნაბიჯი "ევროპის კონტინენტის დამარცხებისკენ."
  • გლუკსმანი ამომრჩევლის წინაშე პოზიციონირებს, როგორც კანდიდატი, რომელიც დაუპირისპირდება პუტინს, ტრამპსა და სი ძინფინგს.

სტრიქონებს შორის: POLITICO-სთან ინტერვიუში გლუკსმანმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პროევროპელი კანდიდატია, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისთვის "ევროპული ცის ფარის" მხარდაჭერა და უფრო მძლავრი, სუვერენული ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის საჭიროება.

  • "ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ვაშინგტონს ვანდობდით და ახლა ვხვდებით, რამხელა შეცდომა იყო ეს." - ხაზი გაუსვა მან.
  • გლუკსმანმა აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა აიღოს ერთობლივი ვალი თავდაცვის პროექტების დაფინანსებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ სცადონ წევრ ქვეყნებს შორის ცალკეული პროექტების განხორციელება, როგორიც იყო ფრანგულ-გერმანული მომავალი თაობის გამანადგურებლის წარუმატებელი პროექტი.

დიდი სურათი: საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს ჩატარდება, პირველი ტური 18 აპრილს, ხოლო მეორე ტური 2 მაისს.

  • POLITICO-ს გამოკითხვების მიხედვით, ლე პენი ამჟამად ორნიშნა უპირატესობით ლიდერობს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში თავის კონკურენტებთან შედარებით.
  • გლუკსმანი მეოთხე ადგილზეა და ჩამორჩება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ედუარ ფილიპსა და ულტრამემარცხენე კანდიდატ ჟან-ლუკ მელანშონს. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე