ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, გასულ ღამეს ირანში „მაღალი ღირებულების სამიზნეებზე“ იერიშები მიიტანეს. საჰაერო რეიდების შედეგად მოკლულია გასამხედროებული დაჯგუფება „ბასიჯის“ მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი.
დეტალები: სოლეიმანიზე იერიში „ბასიჯის“ მიერ ახლახან მოწყობილ საველე ბანაკზე მიიტანეს.
- IDF-ის განმარტებით, დაჯგუფებამ საპალატე ბანაკი მას შემდეგ შექმნა, რაც ისრაელმა მათი არაერთი ცენტრალური შტაბ-ბინა დაბომბა.
- ოფიციალური ინფორმაციით, იერიშს ასევე ემსხვერპლნენ „ბასიჯის“ მეთაურის მოადგილე და დაჯგუფების სხვა მაღალჩინოსნები.
სხვა სამიზნეები: ისრაელი ასევე ადასტურებს ირანის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურაზე, ქვეყნის დე ფაქტო ლიდერ ალი ლარიჯანიზე მიტანილ იერიშს.
- თუმცა, სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ შედეგებს ჯერ კიდევ სწავლობენ და ამ დრომდე გაურკვეველია, ლიკვიდირებულია თუ არა ლარიჯანი.
- პარალელურად, ოთხშაბათს ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ ლიდერ აკრამ ალ-აჯურისა და ტერორისტული დაჯგუფების სხვა მაღალჩინოსნებზე.
- ისრაელის სამხედრო სარდლობა ვარაუდობს, რომ ალ-აჯური, სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია, თუმცა ინფორმაციის საბოლოო გადამოწმება კვლავ მიმდინარეობს.
კომენტარი: აღნიშნულ დეტალებს ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი ადასტურებს.
- დღეს დილით ზამირმა განაცხადა, რომ „ღამით დაფიქსირდა ლიკვიდაციის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, გავლენა მოახდინონ კამპანიის შედეგებსა და IDF-ის მისიებზე“.