ახალი ამბები

04:11 | 28 ივლისი, 2021 — კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

ირლანდია 12-15 წლის ბავშვების აცრას იწყებს

ირლანდიაში 12-დან 15 წლამდე ბავშვებს აცრას შესთავაზებენ.

ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას ირლანდიის მთავრობა უკვე დაეთანხმა.

ირლანდიის მთავრობა, მშობლების ნებართვით, ბავშვების Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინით აცრას გეგმავს.

ქვეყნის ხელისუფლებას ვაქცინაციის პროგრამის ტემპის ზრდა სურს. ირლანდიაში ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, მათ შორის, პაბები და რესტორნები დახურულ სივრცეში აგრძელებენ მუშაობას.

ირლანდიის მოსახლეობის 52.8% სრულად არის აცრილი.


ასევე ნახე