ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი.
მსგავს დოკუმენტს პრეზიდენტი წელს უკვე მეოთხედ აწერს ხელს.
ვითარების არსი: მანამდე, ომის დაწყებიდან დღემდე, პუტინს ანალოგიური ბრძანებულება მხოლოდ სამჯერ ჰქონდა გამოცემული.
- ახალი ბრძანებულებით, პუტინმა არმიაში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 15.5 ათასი ადამიანით გაზარდა.
- ბოლოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა ივლისის ბოლოს გაზარდა - მაშინ არმიას 25 ათასი სამხედრო და 2 ათასი სამოქალაქო თანამშრომელი დაემატა. დამატებითი შტატები სამხედრო-სამშენებლო ქვედანაყოფების (საბჭოთა "სტროიბატების" თანამედროვე ანალოგების) შესაქმნელად გამოიყო.
- მანამდე, ივნისის შუა რიცხვებში, სამხედროების საერთო რაოდენობა 7.7 ათასი ადამიანით გაიზარდა. კიდევ უფრო ადრე, მარტში კი საშტატო რიცხოვნობა 2 ათასით გაიზარდა.
- 2026 წლამდე პუტინმა არმიის რიცხოვნობა ბოლოს 2024 წლის სექტემბერში შეცვალა, როდესაც რაოდენობა ერთბაშად 180 ათასი ადამიანით გაიზარდა. მანამდე ანალოგიურ ბრძანებულებას ხელი 2023 წლის დეკემბერში მოეწერა (ზრდა 169.4 ათასი ადამიანით).
- ომის პერიოდში არმიის გაზრდის შესახებ პირველი ბრძანებულება პუტინმა 2022 წლის აგვისტოში გამოსცა, რითაც შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 137 ათასით გაიზარდა.
მიზეზები: OSINT ანალიტიკოსთან ჯგუფი Conflict Intelligence Team-ი მიიჩნევს, რომ არმიის საშტატო რიცხოვნობის ცვლილება, შესაძლოა, იმით იყოს გამოწვეული, რომ "იქმნება ახალი ნაწილები და ჩნდება ახალი ვაკანსიები".
კონტექსტი: შეიარაღებული ძალების გაზრდის შესახებ წელს უკვე მეოთხე ბრძანებულებას პუტინმა რუსეთში შესაძლო ახალი მობილიზაციის, ან ევროპულ ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე მოაწერა ხელი.
- რუსეთის ხელისუფლება მსგავს გეგმებს ოფიციალურად არაერთხელ უარყოფდა.