10:39 | 01 სექტემბერი, 2026 — რუსეთი
პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოთხჯერ გაზარდა თავისი დაცვის შტატი
რუსეთს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ფედერალური დაცვის სამსახურის (ФСО) ცენტრალური აპარატის გაფართოების შესახებ. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა.
ვითარების არსი: The Moscow Times-ის ცნობით, ბრძანებულების თანახმად, ФСО-ს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა მაქსიმალური რაოდენობა 785-დან 812 ადამიანამდე გაიზარდა.
- წინა გაზრდა გასული წლის 1 იანვარს დამტკიცდა.
- მანამდე პუტინმა სამსახურის შტატი გაზარდა 2024 წლის 1 იანვარს - 775 ადამიანამდე, ხოლო 2022 წლის ბოლოს - 760-მდე.
სტრიქონებს შრის: სრულმასშტაბიან ომამდე ФСО-ს ცენტრალური აპარატი თითქმის 13 წლის განმავლობაში არ გაფართოებულა.
- ფედერალური დაცვის სამსახური არის დახურული ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის პირველი პირების - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერების, სასამართლოების თავმჯდომარეებისა და გენერალური პროკურორის უსაფრთხოებაზე.
- მის სტრუქტურაში შედის პუტინის პირადი დაცვის დანაყოფი, რომელიც მას მგზავრობისას ახლავს თან და იცავს რეზიდენციებს.
- გარდა ამისა, ФСО ახორციელებს სპეციალური კავშირგაბმულობისა და საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგს.
დიდი სურათი: ომის დაწყების შემდეგ სამსახურის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა და, Важные истории-ს მონაცემებით, იგი დამოუკიდებელ გავლენის ცენტრად გადაიქცა პუტინთან მუდმივი წვდომისა და მაღალჩინოსნების შესახებ ინფორმაციის ფლობის წყალობით.
- Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, ბოლო თვეებში ФСО-მ მკვეთრად გააძლიერა პუტინის უსაფრთხოების ზომები.
- კრემლში გაიზარდა შიში, რომ პუტინი შეიძლება გახდეს თავდასხმის ობიექტი, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, ან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას. შიშები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო შეიპყრეს.
- FT-ის მონაცემებით, პუტინმა და მისმა ოჯახმა თითქმის შეწყვიტეს მოსკოვისა და ვალდაის რეზიდენციებში გამოჩენა და ბუნკერებში ყოფნას ამჯობინებენ, მათ შორის კრასნოდარის მხარეში.