ახალი ამბები

19:26 | 02 აპრილი, 2026 — reuters

სამშვიდობო გეგმაზე უარის შემთხვევაში აშშ უკრაინას დახმარების შეწყვეტით დაემუქრა

დონალდ ტრამპის ინიციატივით მომზადებულ ახალ სამშვიდობო გეგმაზე უარის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ სიტუაციაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

  • წყაროების ცნობით, უკრაინის ხელმძღვანელობა ამჯერად ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, ვიდრე წინა თვეებში, როდესაც ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირებას ცდილობდა. 

  • ტრამპის ადმინისტრაცია კიევისგან ითხოვს სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მომდევნო ხუთშაბათამდე მოაწეროს. 

ჩაშლილად: "მათ სურთ ომის გაჩერება და სურთ, რომ საფასური უკრაინამ გადაიხადოს"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

  • ამ თემაზე საუბარი წყაროების ინფორმაციით კიევში პენტაგონის დელეგაციასთან შეხვედრის დროს შედგა

  • ამერიკულ დელეგაციას სახმელეთო ჯარების მდივანი, დენ დრისკოლი ხელმძღვანელობდა - დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე ამერიკული ჯარების ვიცე-მეთაური, კრის დონაჰიუც. 
  • ამერიკის ელჩმა უკრაინაში და დელეგაციის ხელმძღვანელმა კერძო კომუნიკაციაში განაცხადეს, რომ ვიზიტმა "წარმატებით ჩაიარა." 

კონტექსტი: ცოტა ხნის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა მზაობა იმუშავოს ამერიკის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმაზე. 

  • 28-პუნქტიანი გეგმა, რომლის მთავარ ავტორებსაც შორისაც სტივ უიტკოფსა და კირილ დმიტრიევს ასახელებენ მოიცავს უკრაინის მიერ დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანას და ასევე ქვეყნის უბლოკო სტატუსს. 

  • ამასთანავე გეგმა ითვალისწინებს ამერიკის უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის ნატოს მეხუთე პუნქტის მოდელზე. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე