მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:58 | 27 აგვისტო, 2026 — რუსეთი

სანკტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი ვიცე-პოლკოვნიკი დაიღუპა - მედია

სანკტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი დაიღუპა. მანქანაში ასევე იმყოფებოდა მისი მეუღლე, რომელიც მძიმე დაზიანებებით რეანიმაციაშია გადაყვანილი.

ინფორმაციასა და ფოტომასალას რუსული მედიასაშუალებები და ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.

ვითარების არსი: წინასწარი მონაცემებით, Geely-ის მარკის კროსოვერში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

  • შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსთან, დილის დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა, როდესაც სამხედრომ ძრავა ჩართო და ფასიანი ავტოსადგომიდან რამდენიმე მეტრი გაიარა.
  • მიკრორაიონი "სლავიანკა" ცნობილია, როგორც სამხედრო მოსამსახურეებისთვის აშენებული საცხოვრებელი ზონა.
  • 2010 წელს მშენებარე ბინების დასათვალიერებლად პირადად ვლადიმირ პუტინი ჩავიდა, ხოლო 2012 წლისთვის ამ უბანში მშენებარე საცხოვრებლის თითქმის მესამედი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.

კონტექსტი: ეს ბოლო ერთ თვეში რუსეთის მოქმედ სამხედროებზე თავდასხმის უკვე მეორე გახმაურებული შემთხვევაა.

  • 1 აგვისტოს მოსკოვში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, სადაც, სავარაუდოდ, საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ ჩაიკო იუბილეს აღნიშნავდა.
  • მაშინ შემთხვევას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე