ქილიჩდაროღლუ: ჩვენ აქ ვიქნებით იქამდე, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება
მას შემდეგ რაც საარჩევნო ხმების დათვლა დაიწყო, მთავარი ოპოზიციური კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ მედიასთან პირველად გამოჩნდა.
მისი თქმით, საჩივრების დაწერის გზით, ერდოღანის პარტია ბლოკავს იმ ხმების ასახვას, რომელიც მის სასარგებლოდაა გაკეთებული.
"ნუ გადაეღობებით წინ ერის სურვილს. დაე, შემოვიდეს შედეგები და ის ყველამ იცოდეს.
არასტაბილურობის მოთმენის რესურსი ქვეყანაში ამოწურულია. ნუ გეშინიათ ხალხის ნების, თქვენ ვერ შეძლებთ მანიპულაციით ვითარების გაკონტროლებას,"- განაცხადა ქილიჩადოღლუმ.
მან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და მოხალისეებს მოუწოდა, რომ მონიტორინგი გააგრძელონ.
"ჩვენ აქ ვიქნებით იქამდე, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება."- აღნიშნა პრეზიდენტობის მსურველმა.