უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი გადადგა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი გადადგა. მისი განცხადება სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ავაკოვმა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის “ხალხის მსახურის” წევრმა ელიზავეტა ლიასკომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ავაკოვის განცხადებაზე კენჭისყრა უკრაინის რადაში 14 ან 15 ივლისს შედგება.

ავაკოვი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის არსენ იაცენიუკის, ვლადიმირ გროისმანის, ალექსეი გონჩარუკის და დენის შმიგალის მთავრობების წევრი იყო.

წარსულში ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მწვავედ დაუპირსპირდა.

 

მსგავსი სიახლეები