პირველი რეგიონში - ისრაელმა საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა

ისრაელმა სპარსეთის ყურის ქვეყანასთან ურთიერთობები 2020 წელს, აბრაამის შეთანხმების შედეგად დაამყარა

ისრაელი: აშშ ირანის რევოლუციის გუშაგებს ტერორისტების სიიდან არ ამოიღებს

ირანის ელიტური სამხედრო დაჯგუფების ტერორისტების „შავი სიიდან“ ამოღება თეირანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ის ვაშინგტონს ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში უყენებს

წინასწარი შედეგებით ლიბანის არჩევნებში ჰეზბოლამ მარცხი განიცადა

სავარაუდოდ, პოზიცია გაიძლიერა ლიბანური ძალების პარტიამ, რომელიც საუდის არაბეთთან დაახლოებულად ქრისტიანულ ბლოკად ითვლება

ევროკავშირი: ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები ისევ ‘დაიძრა’

„შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები გაჩერებული იყო, ახლა კი დაიძრა, რაც ნიშნავს რომ შეთანხმების პერსპექტივა არსებობს“, - განაცხადა ევროკავშირის წამყვანმა დიპლომატმა

გაერთიანებული არაბული საამიროების ლიდერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნავთობით მდიდარი მონარქიის ტახტის მემკვიდრე სავარაუდოდ გარდაცვლილი შეიხის ნახევარ-ძმა და მოქმედი რეგენტი მუჰამად ბინ ზაიდი იქნება

ბაიდენი ისრაელში ახლო აღმოსავლეთის ლიდერების სამიტის ჩატარებას გეგმავს - Axios

მარტში ისრაელში ისტორიული შეხვედრა შედგა, რომელსაც სამი არაბულ ქვეყნის - ბაჰრეინის, მაროკოს და საამიროების - საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ

ისრაელმა რუსეთის ელჩი დაიბარა ლავროვის ანტისემიტური განცხადების გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ზელენსკის მსგავსად „ებრაული სისხლი ჰიტლერსაც ჰქონდა“ და „ყველაზე მძვინვარე ანტისემიტები ებრაელები არიან“