2023 წელს მსოფლიოში მედიის 99 თანამშრომელი დაიღუპა - CPJ
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. 2022 წელთან შედარებით, ეს თითქმის 44%-ით მეტია.
უმრავლესობა, 72 ადამიანი, ისრაელსა და ჰამასს შორის ომის პირველ სამ თვეში დაიღუპა. მათი უმრავლესობა პალესტინელია.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, 2023 წელს უკრაინაში მედიის მუშაკთა დაღუპვის რიცხვი შემცირდა: გარდაიცვალა ორი ადამიანი - უკრაინელი ბოგდან ბიტიკი და ფრანგი არმან სოლდენი. 2022 წელს 13 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა.
CPJ-მ აღნიშნა, რომ საბრძოლო ზონებში მომუშავე ჟურნალისტების მომზადება და ინფორმირებულობა გაუმჯობესდა, ასევე საბრძოლო ზონების ლოკალიზაცია და უკრაინის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების აკრედიტაციის მკაცრი წესების შემოღება.
თუმცა, როგორც კომიტეტი აღნიშნავს, უკრაინაში მედია მუშაკები კვლავ რისკის ქვეშ არიან.
საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" შეფასებით, რომ უკრაინაში აკრედიტებული 100-ზე მეტი უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის დროს.