ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ მოკლულია პრესის 31 თანამშრომელი

ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, კონფლიქტის ზონაში მოკლულია პრესის 31 თანამშრომელი. 

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი ავრცელებს. კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, დაღუპულთა შორის რამდენი იყო ჟურნალისტი. 

CPJ-ის ცნობით, 31 გარდაცვლილიდან 26 პალესტინელი არაბია, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. პალესტინელი არაბების უმეტესობა საკუთარ სახლში ღაზას სექტორის დაბომბვების დროს დაიღუპა. მათ შორის 7 მათგანზე აღნიშნულია, რომ ისინი ჰამასთან აფილირებულ მედია საშუალებებში მუშაობდნენ. 

რაც შეეხება დაღუპულ ისრაელელებს - ოთხივე მათგანი 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის დროს არის მოკლული, აღნიშნულია, რომ არცერთი მათგანი გარდაცვალების მომენტში არ ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. 

ლიბანელი ოპერატორი, ისამ აბდალა ისრაელი-ლიბანის საზღვარზე მორიგი სროლის დროს დაიღუპა. 

CPJ-ის ცნობით, საომარი მოქმედებების 24 დღის განმავლობაში დაჭრილია 8 ჟურნალისტი, 2 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 

 

 

მსგავსი სიახლეები