ჰოსპიტალზე ისრაელის დარტყმას 20 პალესტინელი ემსხვეპრლა, მათ შორის 4 ჟურნალისტია
.jpg)
ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ ერთ-ერთ ჰოსპიტალზე განხორციელებული დარტყმის შედეგად მოკლულია 20 პალესტინელი, მათ შორის 4 ჟურნალისტია.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორი, ატეფ ალ-ჰუტი და ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს - ჰოსპიტალზე განხორციელებულ დარტყმას ადასტურებს ისრაელის გენერალური შტაბიც.
- საუბარია, ღაზის სამხრეთში მდებარე ნასერის ჰოსპიტალზე, რომელიც სექტორის ამ ნაწილში ერთადერთი მოქმედი სამედიცინო დაწესებულებაა.
- წყაროების ცნობით, პირველი დარტყმიდან - რომელიც დაწესებულების მეოთხე სართულისკენ იყო მიმართული - რამდენიმე წუთის შემდეგ განმეორებითი დარტყმა განხორციელდა.
- საავადმყოფოს დირექტორის ცნობით, დაღუპულებს შორისაა ერთ-ერთი მედიკოსი. რაც შეეხება მოკლულ ჟურნალისტებს ისინი არიან: ჰუსამ ალ-მასრი (Reuters), მარიამ დაგა (Asociated Press), მოჰამად სალამა (Al-Jazeera), მოაზ აბუ-ტაჰა (NBC).
Big Picture: თავის მხრივ ისრაელის გენერალური შტაბმა დაადასტურა, რომ ჰოსპიტალზე დარტყმის ბრძანების გაცემა.
- IDF-ის პრესსპიკერის, ნადავ შოშანის თქმით, გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა უკვე გასცა შემთხვევასთან დაკავშირებით შიდა მოკვლევის დაწყების ბრძანება.
- "ჩვენ ვწუხვართ თანმდევი ზიანის გამო და ჩვენ არ ვუმიზნებთ ჟურნალისტებს. ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) მაქსიმალურად ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს პოტენციური თანმდევი ზიანი"- განაცხადა შოშანიმ.
Context: ისრაელის არმია ქალაქ ღაზას მიმართულებით ახალი შეტევისთვის და ოკუპაციისთვის ემზადება, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა, ბენჟამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირებში გამოაცხადა.
- დამოუკიდებელი წყაროების შეფასებით, ისრაელის ახალი იერიშის ფონზე მოსალოდნელია იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის საგრძნობი მატება და სამოქალაქო მსხვერპლის ზრდა.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული ტერიტორისტული თავდასხმის შემდეგ - რომელსაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა- ისრაელის მიერ ღაზაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულია 63 ათასზე მეტი პალესტინელი (რიცხვი მოიცავს როგორც ე.წ. კომბატანტებს, ასევე მშვიდოაბიან მოსახლეობას).