ტრამპი ღაზიდან პალესტინელების ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლებაზე საუბრობს
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილი იქნება, თუ ღაზის სექტორიდან პალესტინელებს დროებით ან პერმანენტულად ეგვიპტე და იორდანია მიიღებენ - ამ იდეას ღაზაში საომარი მოქმედებების დაწყებიდანვე ეწინააღმდეგებიან არაბული სახელმწიფოები.
ტრამპის თქმით, ამის შესახებ უკვე ესაუბრა იორდანიის მეფეს, აბდალას და მომდევნო დღეებში საკითხს ეგვიპტის პრეზიდენტთანაც განიხილავს.
პალესტინელების მიღება 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გამორიცხა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა - "ჩვენი პოზიცია ურყევია და ეს აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად."
ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა თეთრი სახლის მიერ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმება, რომელიც ისრაელისთვის მძიმე საავიაციო ბომბების მიწოდების შეჩერებას ეხებოდა.
ტრამპის იდეას შეეწინააღმდეგა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრიც - მისი თქმით, ქვეყანა არ დაუშვებს პალესტინელთა არც დროებით და არც პერმანენტულ რელოკაციას.
ღაზის სექტორის დატოვება პალესტინელებისთვის უკიდურესად სენსიტიური საკითხია - უმრავლესობას მიაჩნია, რომ სექტორის დატოვების შემდეგ ისრაელი მათ უკან შესვლის უფლებას აღარ მისცემს და ამის მაგალითად 1948 წელს მომხდარ ნაქბას ასახელებენ, როდესაც პირველი ისრაელ-არაბული ომის შედეგად 700-ზე ათასი მეტი პალესტინლს სახლების დატოვება მოუწია და დღემდე ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.
არაბულ სახელმწიფოებში მიაჩნიათ, რომ პალესტინელების მიღება მათ ქვეყნებში დესტაბილიზაციის საფუძველი წინაპირობაა. ღაზიდან პალესტინელების გასახლების იდეას ეწინააღმდეგობა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც.
7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ისრაელის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საცხოვრებელის დატოვება 1.5 მილიონ პალესტინელს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულია 47 ათასზე მეტი პალესტინელი (მონაცემები არ ანსხვავვებს მშვიდობიან მოსახლეობასა და ე.წ. კომბატანტებს).
პალესტინელთა არაბულ ქვეყნებში გასახლების იდეას ეწინააღმდეგება, როგორც ჰამასი, ასევე პალესტინური ადმინისტრაციაც.