IFJ: 2021 წელს მსოფლიოში 45 ჟურნალისტი მოკლეს

 

2021 წელს მსოფლიოში თავისი მოვალეობის შესრულებისას 45 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.

ფედერაციის ინფორმაციით, 20 ჟურნალისტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოკლეს, 10 - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, 8 - აფრიკაში, 7 - ევროპაში და ერთი - ახლო აღმოსავლეთში.

გარდა ამისა, ორი ჟურნალისტი ირანში ავტოავარიაში დაიღუპა.

ფედერაციამ დაღუპული ჟურნალისტების სტატისტიკა ქვეყნების მიხედვითაც გამოაქვეყნა. ყველაზე მეტი, 9 ჟურნალისტი ავღანეთში მოკლეს, 8 კი - მექსიკაში.

 

 

მსგავსი სიახლეები