22 ნოემბერს ელექტროენერგია უკრაინის ყველა რეგიონში გაითიშება - "Укрэнерго"
21 ნოემბერს "Укрэнерго"-მ Telegram-ზე დაწერა, რომ 22 ნოემბერს უკრაინაში ელექტროენერგია გეგმიურად გაითიშება".
"22 ნოემბერს, 00.00 საათიდან 24.00 საათამდე, უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგია გეგმიურად გაითიშება. უკრაინის ენერგოსისტემა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი სარაკეტო დარტყმების ექვსი ტალღის შემდეგ და ვერ ფუნქციონირებს სრული სიმძლავრით", - ნათქვამია განცხადებაში.
"Укрэнерго"-მ აღნიშნა, რომ ენერგეტიკოსები "აგრძელებენ ყველაფრის გაკეთებას, რათა აღადგინონ მდგრადი ენერგომომარაგება უკრაინელების სახლებში".
ოქტომბრის დასაწყისიდან რუსი ოკუპანტები უკრაინის მასშტაბით ბომბავენ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით დაიწყო.
18 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან უკრაინის ქვესადგურებს 1000-ზე მეტი რაკეტით და უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გამორთულია.