24 თებერვლიდან უკრაინაში მილიონზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან მილიონზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა სახლში. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ 18 აპრილს განაცხადა.
"საერთო ჯამში, 24 თებერვლიდან მილიონ 60 ათასი მოქალაქე დაბრუნდა უკრაინაში." - თქვა მან.
დემჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ 16 აპრილს, 24 თებერვლის შემდეგ პირველად, უკრაინაში უფრო მეტი მოქალაქე შევიდა, ვიდრე გავიდა.
მან ასევე დასძინა, რომ ამ კვირაში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური არ გამორიცხავს აღდგომის დღესასწაულის გამო სამშობლოში დაბრუნების მსურველი უკრაინელების რაოდენობის ზრდას.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 18 აპრილის მდგომარეობით, უკრაინა რუსეთის თავდასხმის გამო თითქმის 4.9 მილიონმა მოქალაქემ დატოვა, მათგან ნახევარზე მეტი - 2.8 მილიონი - პოლონეთმა მიიღო.