26 ივლისს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 36 რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო

26 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის ცაზე რუსეთდან გასროლილი 36 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი Telegram-ზე ავრცელებს.

"დღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 36 საჰაერო სამიზნე... რთული დღე იყო, მაგრამ ჩვენი ცის ყველა დამცველის კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, ეს შეტევა მოვიგერიეთ!" - წერს ის.

მისივე თქმით, ჩამოგდებულია 3 კალიბრის და 33 X-101/X-555-ის ფრთოსანი რაკეტა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საჰაერო თავდაცვის ჯარისკაცებს აგრესორი ქვეყნის მიერ 26 ივლისს გაშვებული რაკეტების ჩამოგდებისთვის.

"დღეს არის დღე, რომელიც უნდა დასრულდეს განსაკუთრებული მადლობით ჩვენს საჰაერო თავდაცვის ყველა ჯარისკაცის მიმართ, თითოეული ჩამოგდებული რუსული რაკეტისთვის. მადლობა ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას. და ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდე უკრაინის, ჩვენი ქალაქების და ხალხის დასაცავად." - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები