5 მითი ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შესახებ -Deutsche Welle

ორშაბათს ჩერნობილის კატასტროფიდან 35 წელი გავიდა. 1986 წლის 26 აპრილს, ყოფილ სსრკ-ში მომხდარი კატასტროფა, საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. 

ჩერნობილი - ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა?

1986 წელს უკრაინის ჩრდილოეთით, ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება ხშირად მიჩნეულია, როგორც ყველაზე მძიმე ბირთვული ავარია ისტორიაში. თუმცა, იშვიათად თუ შევხდებით ამ გამაოგნებელი შემთხვევის დეტალურ განხილვას. 

ბირთვული და რადიაქტიული შემთხვევების საერთაშორისო მასშტაბის (INES) მიხედვით, ბირთვული შემთხვევების შეფასება ხდება ნულიდან შვიდ ბალამდე და იყოფა სხვადასხვა კლასიფიკაციებად - ავარიებად, უბედურ შემთხვევებად და ანომალიებად. შეფასების ეს მოდელი 1990 წელს შემუშავდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა (IAEA) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ბირთვული ენერგიის სააგენტოს (NEA/OECD) მონაწილეობით. მეშვიდე დონე "დიდ ავარიას" ნიშნავს, რაც რადიოაქტიური მასალების დიდი რაოდენობით გავრცელებას გულისხმობს, რომელსაც ჯანმრთელობასა და ბუნებაზე ფართო ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და საჭიროებს ისეთ საწინააღმდეგო ქმედებებს, რომელიც გრძელვადიანი და გეგმიური იქნება. 

ჩერნობილისა და 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფა ასეთ შემთხვევბად არის მიჩნეული. 

თუკი ტერმინი - ბირთვული კატასტროფა გამოიყენება არა მხოლოდ ბირთვულ რეაქტორში მომხდარი მოვლენებისა თუ უბედურის შემთხვევების აღსაწერად, არამედ ადამიანის მიერ გამოწვეულ რადიოაქტიული გამონაბოლქვის აღსაწერად, მაშინ, უხვად გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის მიერ გამოწვეული ბირთვული დაბინძურება უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩერნობილის კატასტროფა, განმარტავს ქეით ბრაუნი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროფესორი. 

"მოდით ავიღოთ პლუტონიუმის წარმოება"- განუცხადა მან DW-ს და მიუთითა ამერიკულ და საბჭოთა ქარხნებზე, რომლებიც პლუტონიუმს ატომური ბომბის ცენტრებში აწარმოებდნენ. ეს საწარმოები ჩვეულებრივ სამუშაო დღეს 350 მილიონ კიურის (რადიოაქტივობის ერთეული) გამოყოფდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე. და ეს არ ყოფილა შემთხვევითობა. 

ჩერნ

"კიდევ უფრო საზარლად გამოიყურება ბირთვული ნაღმების გამოცდის ადგილებში, რადიოაქტიური ნალექის გამოყოფა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარეობს," - მან ასევე დაამატა, რომ "ისინი უბრალოდ იღებენ ერთ იზოტოპს, ერთ რადიოაქტიურ იოდს, რომელიც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგანაც მას ითვისებს ფარისებრი ჯირკვალი, რომლის შედეგადაც კიბო ან სხვადასხვა დაავადება ვითარდება."

1961-1962 წელს ჩატარებულ ტესტირებების დროს, ორ წლიან მონაკვეთში, ჩერნობილში 45 მილიონი რადიოაქტიური იოდის კიური გამოიცა. ხოლო საბჭოელებმა და ამერიკელებმა, არა 45 მილიონი, არამედ 20 მილიარდი რადიოაქტიური იოდის კიური გამოსცეს," - განაცხადა რესპონდენტმა და დასძინა, რომ ეს ტესტირებები უბედურ შემთხვევებს ან ადამიანურ შეცდომებს არ უკავშირდება. 

შევხვდებით მუტანტებს აკრძალულ ზონაში?

ტურისტულ გიდებს ყველაზე ხშირად აკრძალულ ზონაში, რეაქტორის მახლობლად მუტანტების არსებობის შესახებ ეკითხებიან. ამ ინფორმაციას გავრცელება კომპიუტერული თამაშებით, საშინელებათა ფილმებით და წიგნებით ხდება, რაც არასწორია. 

ჩერნობილის ეკოლოგიის, ფლორისა და ფაუნის სამსახურის ხელმძღვანელმა, დენის ვიშნევსკიმ DW დაარწმუნა, რომ მას ორთავა მგლები და ხუთფეხა მღრღნელები არასდროს უნახავს. 

ღორ                                                 ცხოველებს შესაძლოა დაბალი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გააჩნდეთ

"იონიზირებადმა გამოსხივებამ შესაძლებელია ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, მაგრამ ძირითადად ის სიცოცხლისუნარიანობას შემცირებაში გამოიხატება." მან მაგალითად მოიყვანა მღრღნელებში ემბიონული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, რაც გენომის ხარვეზის შემდეგ, ორგანიზმის ხარვეზიანი ფუნქციონირებით არის გამოწვეული. გადარჩენილ ცხოველებს ხშირად შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, რაც ველური ბუნებების პირობებში, მათ სიცოცხლეს ხელს უშლის. აკრძალულ ზონაში ათასობით ცხოველზე კვლევის ჩატარების მიუხედავად, დენის ვიშნევსკიმ და მისმა კოლეგებმა რაიმე უჩვეულო მორფოლოგიური ცვლილებები ვერ აღმოაჩინეს. 

"რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის იმ ცხოველებს ვიკვლევდით, რომლებმაც სიცოცხლისთვის ბრძოლაში გაიმარჯვეს და გადარჩნენ", - მისი თქმით, რთულია მათი იმ ცხოველებთან შედარება, რომლებსაც მეცნიერები ლაბორატორიებში რადიაციით განზრახ ასხივებენ.

აღიდგინა თუ არა ბუნებამ თავდაპირველი სახე?

ცნობები სათაურით, რომ "ჩერნობილის ირგვლივ სიცოცხლე ყვავის" და ფოტოები, რომლის თანახმად აკრძალული ზონა "ამქვეყნიურ სამოთხედ" გადაიქცა, შეიძლება ისეთი წარმოდგენა შექმნას, რომ ბუნებამ ბირთვული აფეთქების შემდეგ, პირვანდელი სახე აღიდგინა. მაგრამ ბრაუნი, რომელიც ჩერნობილს 25 წლის მანძილზე იკვლევდა, კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. 

"იდეა, რომლის თანახმადაც ადამიანმა ბუნება არია, ხოლო შემდეგ მას უნდა გაეცალოს, რადგანაც პირვანდელი სახე დაიბრუნოს, ძალიან მაცდურად გამოიყურება." ბიოლოგების განცხადებით, სინამდვილეში ახლა უფრო ცოტა სახეობის მწერები, ცხოველები და ფრინველები გვხდება, ვიდრე ეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამდე იყო. ის რომ გადაშენების პირას მყოფი ზოგიერთი სახეობა აკრძალულ ზონაში გვხვდება, არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ეს ადგილი სიცოცხლისუნარიანია. 

ამის საწინააღმდეგოდ, ცხოველებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიკვდილის მაჩვენებელი და შემცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. მეტი შემთხვევაა სიმსივნის, იმუნური დეფექტების, სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევებისა და ნაადრევი დაბერების. 

ბუნებრივ მრავალფეროვნებას მეცნიერები სახეობების მიგრაციასა და ტერიტორიის მასშტაბურობას უკავშირებენ."აკრძალული ზონა 2,600 კვ.კილომეტრისგან შედგება. კიდევ გვხვდება 2000 კვადრატული კილომეტრი, რომელიც ასევე აკრძალული ზონაა და ბელორუსიის შემადგენლობაშია" - განაცხადა ვიშნევსკიმ.

"აღმოსავლეთით და დასავლეთით გვხდება ტერიტორიები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე წარმოუდგენლად დაბალია. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ დავიცვათ ადგილობრივი ველური ფაუნა." ველური ბუნების დაცვა მოიცავს ფოცხვერს, დათვს და მგელს, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ტერიტორია ჭირდებათ. 

კატასტროფიდან 35 წლის შემდეგ, მიწა კვლავ დაბინძურებულია რადიაციით, ხოლო მისი მესამედი, ტრანსურანიუმის მოიცავს და ნახევრად ცოცხალ მდგომარეობაში მომდევნო 24,000 წლის განმავლობაში იქნება. 

უსაფრთხოა თუ არა ტურისტებისთვის ჩერნობილის სტუმრობა? 

კატასტროფების ადგილების დათვალიერების მოყვარული ტურისტებისთვის, ჩერნობილი დიდი ხანია რაც მიზიდულობის წერტილს წარმოადგენდა, თუმცა, 2019 წელს მათი რაოდენობა გაორმაგდა და 124,000 მიაღწია. ამის მთავარი მიზეზი ჩერნობილის შესახებ HBO-ს მიერ წარმატებით გადაღებული მინისერიები გახდა. უკრაინის აკრძალული ზონების მენეჯმენტის სახელმწიფო სააგენტომ რამდენიმე მარშრუტი დაადგინა, რომლითაც ტურისტებს რეგიონის სტუმრობა ხმელეთით, წყლით ან საჰაერო გზით შეუძლიათ. ამასთან ერთად, განისაზღვრა ვიზიტორების დაცვის რეგულაციები, რითაც სავალდებულოა სხეულის თავიდან ფეხებამდე დაფარვა.

ტურისტებს გარე სივრცეში ეკრძალებათ ჭამა ან დალევა, აუცილებელია ოფიციალურად განსაზღვრული ბილიკით სიარული. დადგენილია, რომ ერთი დღის მანძილზე მიღებული დასხივების დოზა 0.1 მილიისერტს (mSv) არ აჭარბებს, რაც გერმანიის რადიაციის დაცვის ფედერალური სამსახურის მიხედვით, დაახლოებით იგივე ეფექტისაა, რასაც მგზავრი გერმანიიდან იაპონიამდე ფრენის დროს მიიღებდა. 

სახლ                                                                                            მიტოვებული სახლი, აკრძალული ზონა 

ზოგიერთ სამედიცინო მოხმარებას პაციენტისთვის გაცილებით მაღალი დოზის გადაცემა შეუძლია. გერმანიის ბირთვული უსაფრთხოების ორგანიზაციის - გლობალური კვლევები უსაფრთხოებისთვის (GRS) სპიკერის, სვენ დოკტერის თქმით, მენჯის რენტგენის დოზა 0.3-დან 0.7 მილიისერტამედე მერყეობს, ხოლო გულმკერდის ტომოგრაფიის - 4-დან 7-მდე. 

დოკტერის თქმით, აკრძალულ ზონაში მოგზაურობა ვიზიტორებს რაიმე გადაჭარბებულ ზიანს არ მიაყენებს, თუ ისინი წესებს გაითვალისწინებენ და ადგილს ოფიციალური ტურით დაათვალიერებენ. 

„შორს ვართ იმ დოზებისგან, რომ მსგავსი ვიზიტების წინააღმდეგ გაფრთხილება გავცეთ“, - თქვა მან დოიჩე ველესთან (DW) ინტერვიუში. „გერმანიაში, საშუალოდ, წლის განმავლობაში, ერთი ადამიანი 4 მილიისერტის დასხივებას იღებს. აქედან ნახევარი ბუნებრივი დასხივებაა, რომელსაც ყოველთვის ვიღებთ, ხოლო ნახევარი სამედიცინო პროცედურებსა და ფრენებზე მოდის“.

არც IAEA-ს აქვს ეჭვის საფუძველი: „ნამდვილად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩერნობილს, მათ შორის აკრძალულ ზონას, რომელიც საწარმოდან 30 კილომეტრის რადიუსშია. საწარმოს ყველა რეაქტორი გათიშულია. მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში გამოყოფილი რადიოაქტიური იზოტოპების ნაწილი (მაგალითად, სტრონციუმი-90 და ცეზიუმი-137) მაინც შემორჩა, შეზღუდული დროის განმავლობაში ისინი ტოლერანტული ექსპოზიციის დონეს არ ცდება“, - ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. 

ცხოვრობს იქ ხალხი? 

პრიპიატს, ბირთვული საწარმოსა და მისი თანამშრომლებისთვის შექმნილ დასახლებას, ჩერნობილთან სიახლოვის გამო, დღეს ხშირად მოჩვენებების ქალაქად მოიხსენიებენ.  

თუმცა 1986 წლის შემდეგ, ის სრულად არ დაცლილა. ათასობით ადამიანი, უმეტესად კაცები, დარჩნენ და როგორც წესი, მუშაობა ორ კვირიანი ცვლით გააგრძელეს, რათა კრიტიკული ინფრასტრუქტურას ფუნქციონირება არ შეეწყვიტა. მე-4 რეაქტორში მომხდარი აფეთქების შემდეგ, პირველმა, მეორემ და მესამე რეაქტორებმა მუშაობა დახურვამდე - 1991, 1996 და 2000 წლამდე გააგრძელეს. ამ ზონაში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები პატრულირებენ. ჩერნობილში არის მაღაზიები და სულ მცირე ორი სასტუმროც, რომლებიც ძირითადად საქმიანი ვიზიტორებისთვის არის განკუთვნილი. 

აქ გვხვდებიან არაოფიციალური მაცხოვრებლებიც, მათ შორის ისინიც, ვინც წარსულში აქ უკვე ცხოვრობდა და დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი იმ სოფლებში დასახლდნენ, რომელთა ევაკუაციაც კატასტროფის შემდეგ განხორციელდა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია: როდესაც დოიჩე ველემ (DW) აკრძალული ზონის მენეჯმენტის სახელმწიფო სააგენტოს კითხვა დაუსვა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩერნობილში, ოფიციალური პასუხი „არავინ“ იყო.

ბაბყშკა                                                     "მე არ მეშინია რადიაციის" -განია(მარცხენა), 86 წლის ჩერნობილის მაცხოვრებელი

2016 წელს, დაახლოებით 180 ადამიანი ცხოვრობდა აკრძალულ ზონაში. ვინაიდან ისინი ძირითადად მოხუცები არიან, მათი რაოდენობა შესაძლოა შემცირებულიყო. ოფიციალური პასუხის მიუხედავად, სახელმწიფო ამ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება. მათ ყოველთვიურად ურიგდებათ პენსიები და ყოველ 2-3 თვეში ერთხელ მობილური მაღაზიით მიეწოდებათ საკვები. 

 

მსგავსი სიახლეები