ტრამპი უკრაინის შეიარაღების აგრესიულ სქემას წარადგენს, საუბარია შორეულ რაკეტებზეც

დონალდ ტრამპი უკრაინის შეიარაღების ახალ სქემას წარადგენს, რომელშიც შესაძლოა შევიდეს არამხოლოდ თავდაცვითი არამედ, შეტევისთვის განკუთვნილი შეიარაღებაც, მათ შორის შორეული რაკეტებიც. 

State Of Play: ამის შესახებ ვითარებაშ გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Axios წერს - უკრაინელ და ევროპელ ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, ამერიკელი პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეცვლის ვლადიმირ პუტინის გათვლებს ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით. 

  • 2 წყაროს ინფორმაციით ახალი სქემის ფარგლებში უკრაინა მიიღებს შორეული რადიუსის შეიარაღებასაც, რომელთა გამოყენებითაც უკრაინა მიწვდება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიექტებს, მათ შორის მოსკოვშიც.- თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულ შეიარაღების რა სისტემებზეა საუბარი. 

  • "ტრამპი ძალიან გაბრაზებულია პუტინზე, მისი განცხადება ძალიან აგრესიული იქნება"- ამბობს გამოცემასთან საუბარში სენატორი, ლინდსი გრემი, რომელმაც უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების "არნახული" ნაკადი დაანონსა. 

Big Picture: თავის მხრივ რუსეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადება დონალდ ტრამპმა გასულ პარასკევს NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დააანონსა. ამავე საუბარში ტრამპმა გაამხილა უკრაინის შეიარაღების ახალი სქემის დეტალები. 

  • ახალ გეგმას ამერიკელი პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამოაცხადებს - ტრამპის თქმით, ამერიკა შეიარაღებას ნატოს წევრებს მიჰყიდის, რომლებიც თავის მხრივ მას უკრაინას გადასცემენ. 

  • "ევროპელები შეიარაღების საფასურს სრულად გადაიხდიან, ეს ჩვენთვის წმინდად ბიზნესია და ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო"- ამბობს ტრამპი. 

  • ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას PATRIOT-ის დამატებით საზენიტო რაკეტებს გაუგზავნის. 

Behind The Scenes: წყაროების ცნობით, ახალი სქემის იდეის ავტორი, ვოლოდიმირ ზელენსკია, რომელმაც ინიციატივა გასულ თვეს ჰააგაში გამართულ სამიტზე ამერიკელ პრეზიდენტს წარუდგინა. 

  • უკრაინელი და ამერიკელი წყაროების ცნობით, ჰააგაში ტრამპსა და ზელენსკის შორის მათი შეხვედრების ისტორიაში "საუკეთესო" საუბარი შედგა. 

  • "ზელენსკი ნორმალური ადამიანივით გამოიყურებოდა, მას ისე ეცვა როგორც ნატოს სამიტზე მყოფ ადამიანს უნდა ცმოდა, მის ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ასევე ადეკვატურად გამოიყურებოდნენ, მათ კარგი საუბარი ჰქონდა"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო. 

Break It Down: გასული 2 კვირის განმავლობაში ტრამპის იმედგაცრუებამ და ბრაზმა პუტინის მიმართ შესამჩნევად მოიმატა - მისი უკმაყოფილების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები და ცეცხლის შეწყვეტაზე უარია. 

  • თუმცა, ახალი მიდგომის აუცილებლობაში ტრამპი საბოლოოდ 3 ივლისს რუსეთის პრეზიდენტთან გამართულმა რიგით მეექვსე სატელეფონო საუბარმა დაარწმუნა. 

  • წყაროების ცნობით, თითქმის 1-საათიან საუბარში პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ მომდევნო 60 დღის განმავლობაში რუსეთის არმია ახალ იერიშს წამოიწყებდა, რომლის მიზანიც ნაწილობრივ ოკუპირებული ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლაა. 
  • მომდევნო დღეებში ზელენსკის მიერ ჰააგაში გახმონავენებული იდეა უკრაინის შეიარაღების ახალ სქემად ტრანსფორმირდა. 

Context: პუტინით უკმაყოფილების ფონზე, კვლავ გააქტიურდა საუბრები სანქციების ახალი პაკეტის შესახებ, რომლის ავტორები ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და რიჩარდ ბლუმენტალი არიან. 

  • აქტი, რომელსაც უკვე ჰყავს 85-მდე მხარდამჭერი, დამატებითი 500%-იანი საბაჟო ტარიფებს უწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებს ყიდულობენ. ამასთანავე, გამონაკლისი წესდება ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

  • ახალი სანქციების შესახებ ტრამპმაც არაერთხელ მიანიშნა, თუმცა ამერიკული პრესის ცნობით, თეთრი სახლი კონგრესისგან მეტი მოქნილობას მოითხოვს, ადმინისტრაციაში სურთ, რომ ახალ აქტზე გადამწყვეტი გავლენა პრეზიდენტს ჰქონდეს, მათ შორის გაუქმების ჩათვლით

მსგავსი სიახლეები