TRIPP - სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის ავლით კორიდორის გახსნაზე შეთანხმდებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები თეთრ სახლში შეთახმდებიან რუსეთის გვერდის ავლით ახალი სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე რუსეთის გვერდის ავლით - კორიდორს დონალდ ტრამპის სახელი მიენიჭება. 

State Of Play: ინფორმცაიას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ტრამპის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - წყაროების ცნობით, სატრანსპორტო კორიდორის განვითარებასა და მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლებები შეერთებულ შტატებს ექნება. 

  • გარდა ამისა, ამერიკელი პრეზიდენტის თანდასწრებით ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ხელს მოაწერენ ჩარჩო შეთანხმებას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ. 

  • შეთანხმების მიხედვით, ახალ სატრანზიტო კორიდორზე ექსკლუზიურ უფლებებს აშშ სომხეთისგან განგრძობადი (50 წლამდე) ვადით მიიღებს.

  • სატრანზიტო კორიდორის სახელწოდება შემდეგნაირად ჟღერს - ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისთვის (Trump Route for Internation Peace and Prosperity) შემოკლებით - TRIPP. 

Big Picture: ამერიკელი ჩინოვნიკების ცნობით, კორიდორში სომხეთის კანონმდებლობა იმოქმედებს, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ინვესტირებით სპეციალური კონსორციუმი დაკავდება. 

  • გარდა ამისა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მუშაობს შეწყვეტს ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების პლატფორმას წარმოადგენდა. 

  • გარდა ამისა, თეთრ სახლში იმედი აქვთ, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის ე.წ. აბრაამის შეთანხმებასთან შეერთების პროცესს. 

  • საყურადღებოა ცერემონიის დროც, რომელიც ამერიკელი პრეზიდენტის მიერ რუსეთისთვის წარდგენილი ულტიმატუმის ვადის ამოწურვას ემთხვევა. 

Сontext: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობის გარეშე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული მარცხი იქნება - 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით, ზანგეზურის კორიდორის გახსნის შემთხვევაში უსაფრთხოებას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) უზრუნველჰყოფდა. 

  • ამგვარად სამშვიდობო შეთანხმებისა და კორიდორის ამოქმედების შემთხვევაში სომხეთი ე.წ. შუა კორიდორში ინტეგრირდება, რომლითაც ჩინეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპას რუსეთის გვერდის ავლით დაუკავშირდებიან. 

Go Deeper: The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში

 

 

მსგავსი სიახლეები