პუტინმა ტრამპის ულტიმატუმს იმ მონასტრიდან უპასუხა სადაც ადრე გამოძიებას დაემალა

ამერიკელი პრეზიდენტის რიტორიკის გამკაცრების შემდეგ დამყარებული დუმილი ვლადიმირ პუტინმა 28 ივლისს, ვალაამის სამონასტრო კომპლექსიდან დაარღვია და კიდევ ერთხელ მოითხოვა კონფლიქტის პირველადი მიზეზების გადაჭრა. 

State Of Play: აღნიშნული განცხადების ლოკაცია რამდენიმე ფაქტორის გამოა საგულისხმო - არაერთი წყაროს ცნობით, სწორედ ვალაამის მონასტერს შეაფარა თავი ვლადიმირ პუტინმა 90-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც რუსეთის გენერალურ პროკურატურამ პუტინის უფროსისა და პეტერბუგის ყოფილი მერის, ანატოლი სობჩაკის წინააღმდეგ საქმე აღძრა. 

  • გაპრეზიდენტების შემდეგ ვლადიმირ პუტინი პრაქტიკულად ყოველწლიურად და თითქმის ერთი და იმავე მონაკვეთში სტუმრობს ლადოჟის ტბაში მდებარეობს - წყაროების ცნობით, ვლადიმირ პუტინს კუნძულთან და მასზე მდებარე სტავროპოლიგიალურ  მონასტერთან შესაძლოა განსაკუთრებული (რედ. მისტიური) დამოკიდებულება ჩამოყალიბებოდა. 

  • აქედან გამომდინარე დონალდ ტრამპის გამწვავებულ რიტორიკას მოყოლილი, მოცულობითი პაუზის დარღვევისთვის, ვალაამის მონასტრის პრეს-კონფერენციის პლატფორმად გამოყონება შემთხვევითი არ არის. 

Big Picture: ვალაამის მონასტრის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის განსაკუთრებულ დამოკიდებულაზე წერენ დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები, რომან ბადანინი და მიხაილ რუბინი თავიანთ ახალ წიგნში - Царь собственной персоной. 

  • 1990-იან წლებში ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული წყაროს ცნობით, 96 წლის სანქტ-პეტერბურგის მერის არჩევნებში მისი უფროსის, ანატოლი სობჩაკის მოულოდნელი მარცხის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურის გამომძიებლები პეტერბურგში ჩავიდნენ - კანონთან შესაძლო პრობლემებით შეშინებულმა ვლადიმირ პუტინმა კი რამდენიმე დღით თავი სწორედ ვალაამის მონასტერს შეაფარა. 

  • XV საუკუნეში აგებული კაცთა მონასტერი გასული საუკუნის მიწურულს ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა - წყაროების ცნობით, ამ დროისთვის კელიებს სასულიერო პირებთან მეორე მსოფლიოს გადასახალებული ინვალიდი ვეტერანები და სამართლებრივი პრობლემების მქონე იყოფდნენ. 

  • რუსი ბიზნესმენის, ილია პოპოვის ცნობით, რომელიმე რამდენიმე ათწლეულია მონასტერს ფინანსურად ეხმარება 90-იანებში კუნძულზე ლოთობა, ნარკომანია და სიღატაიკე იყო. 

  • წყაროების ცნობით, ვალაამის მონასტერს პუტინი პირველად სწორედ ივლისის მიწურულს ეწვია - 2000 წლიდან მოყოლებული კუნძულზე პუტინის ვიზიტი პრაქტიკულად ყოველთვის ამავე მონაკვეთს ემთხვევა. 

Break It Down: თავის მხრივ, ბადანანი და რუბინი არ გამორიცხავენ, რომ მონასტერში გაქცევის ისტორია რუსეთის მმართველებისთვის დამახასიათებელი, სპეციალურად გავრცელებული აპოკიფრი იყოს - თუმცა ვალაამთან პუტინის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე სხვა ფაქტორებიდანაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. 

  • მკაცრად გაწერილი და თითქმის უცვლელი ვიზიტის დროის გარდა, საყურადღებოა, რომ კუნძულზე რამდენიმე წლის წინ სპეციალურად რუსეთის პრეზიდენტისთვის აშენდა ე.წ. სკიტი - ადგილი, რომელშიც პუტინი მონასტერში ვიზიტის დროს რჩება. 

  • 2008 წელს აშენდა ახალი ეკლესიაც, რომელიც ძველი რუსი წმინდანის ვლადიმირისა და ჩეხი მოწამის, ლუდმილას სახეობისაა - ეკლესიაში ნამყოფი ადამიანები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეკლესია ვლადიმირ პუტინისა და მის აწ უკვე ყოფილ ცოლის, ლუდმილას სახელობისაა.
  • ამაზე მეტყველებს ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის უახლოესმა წევრებმა გასულ წლებში ვალაამის მონასტრის ირგვლივ მოცულობითი მიწები და უძრავი ქონება შეიძინეს. 

  • ამავე მონასტერში მსახურობდა ვლადიმირ პუტინისა და მისი პირადი მეგობრების მიერ დიდ ავტორიტეტად მიჩნეული ბერი, მეთოდე (ერისკაცობაში ვენკო პეტკოვი) - აღნიშნული სასულიერო პირი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წელს პუტინის ვიზიტის დროს პრეზიდენტს ხელზე ემთხვია. 

  • რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წესების მიხედვით, ერისკაცების მიმართ მსგავსი ჟესტები არ არის მიღებული - იმდროინდელ კადრებზე ჩანს, რომ პუტინი ხელის გამოწევას ცდილობს, მაგრამ ბერი აგრძელებს ამბორს. 

  • 2021 წელს მეთოდეს გარდაცვალების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი მის საფლავზე იმყოფებოდა. 

Context: წიგნის მიხედვით, ვალაამზე პუტინის პირველი ვიზიტის ორგანიზატორი შესაძლოა 1990-იანების პეტერბურგში ცნობილი და გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი რომან ცეპოვი (დაბადებით ბეილენსონი) ყოფილიყო. 

  • ცეპოვი ფლობდა კერძო დაცვის კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფა იმ დროს ქალაქის მერის მოადგილის, ვლადიმირ პუტინის დაცვას, რომელსაც კანონის მიხედვით სახელმწიფო დაცვა არ ეკუთვნოდა. 

  • წყაროების ცნობით, ცეპოვი წლების განმავლობაში წარმოადგენდა პუტინის მთავარ შუამავალს განგსტერებთან მოლაპარაკებებსა და ბიზნეს საქმიანობის პროცესში. 

  • ცეპოვი 2004 წელს სანტ-პეტერბურგში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოში შენობიდან გამოსვლის შემდეგ მძიმედ დაავადდა - მას გამოუვლინდა სხივური დაავადებისა და რადიაციის ნიშნები. 

  • ცეპოვის ავადმყოფობისა და გარდაცვალების სიმპტომები ჰგავდა 2006 წელს ბრიტანეთში გაქცეული FSB-ს პოლკოვნიკისა და პუტინის კრიტიკოსის, ალექსანდრ ლიტვინენკოს შემთხვევას. 

  • ბრიტანეთში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ლიტვინენკო პოლონიუმით გაზავებული ჩაის დალევის შემდეგ დააავადდა - რუსული მედიის ცნობით, სწორედ ჩაი დალია FSB-ს შენობაში, მეგობართან მყოფმა, რომან ცეპოვმაც. 

 

მსგავსი სიახლეები