533 დღის შემდეგ - Яндекс-ის თანადამფუძნებელმა ომი დაგმო

რუსული ტექნოლოგიური გიგანტის, Яндекс-ის თანამადფუძნებელმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი დაგმო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 533 დღის შემდეგ, არკადი ვოლოჟი მეოთხე რუსი ბიზნესმენია, რომელმაც ომი ღიად დაგმო. 

ბიზნესმენის განცხადება თავდაპირველად გამოცემა The Bell-მა გაავრცელა. 

"მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში, სადაც ბევრის მსგავსად ცხოვრობენ ჩემი მეგობრები და ნათესავები. შეძრული ვარ, რომ უკრაინელთა სახლები ყოველდღიურად იბომბება",- ნათქვამია ვოლოჟის განცხადებაში. 

ბიზნესმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში 2014 წლიდან აღარ ცხოვრობს იაზრებს, რომ მიმდინარე მოვლენებზე მასაც აქვს პასუხისმგებლობის წილი. 

"იყო ბევრი მიზეზი რატომაც ვდუმდი. შესაძლოა კამათი ჩემი განცხადების დროულობაზე, მაგრამ არა მის შინაარსზე",- წერს ვოლოჟი. 

ვოლოჟის საჯარო განცხადებას წინ უძღოდა მისი ბიოგრაფიის დეტალების ცვლილება ოფიციალურ საიტზე. განახლებულ ბიოგრაფიაში არკადი ვოლოჟი თავს ყახაზეთში დაბადებულ ისრაელელ ბიზნესმენად მოიხსენიებს. 

ვოლოჟის ბიოგრაფიაში რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები. 

მსგავსი სიახლეები