8 მარტს ზელენსკი თურქეთს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 მარტს თურქეთს ეწვევა და თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.
შეხვედრაზე ზელენსკი და ერდოღანი განიხილავენ უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობას, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას და ორმხრივ ურთიერთობებს.
"უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული ვითარება და შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის აღდგენის თაობაზე ბოლო კონტაქტები" იქნება მათი შეხვედრის მთავარი თემა.
ზელენსკის და ერდოღანს შორის შეხვედრა მას შემდეგ შედგება, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დაჟინებით მოითხოვა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ადრეული მოლაპარაკებები.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა აგრძელებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას და მზადაა მხარეებს შესთავაზოს პლატფორმა შესაბამისი "მოლაპარაკებებისთვის."