800 სტინგერი, 2 ათასი ჯაველინი - აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სტინგერის 800 საზენიტო სისტემას და 2000 ჯაველინის ანტი-სატანკო კომპლექსს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 16 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ახლა, კიდევ ერთხელ, პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენებით, მე გამოვყოფ დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ეს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის და ეს მხოლოდ ამ კვირაში," - თქვა მან.
როგორც თეთრი სახლის პრესსამსახურმა განმარტა, აშშ-ს დახმარება მოიცავს:
- 800 სტინგერის საზენიტო სისტემა;
- 2000 ჯაველინის ანტი-სატანკო სისტემა;
- 1000 მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი;
- 6000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა AT-4;
- 100 ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი;
- 100 ყუმბარმტყორცნი;
- 5000 სნაიპერული შაშხანა;
- 1000 პისტოლეტი;
- 400 ტყვიამფრქვევი;
- 20 მილიონზე მეტი ვაზნა, რაკეტა და ბომბი იარაღისა და ნაღმტყორცნებისთვის;
- 25 ათასი ჯავშანჟილეტი;
- 25 ათასი ჩაფხუტი.