ადვოკატები მარინა ოვსიანიკოვას ვერ პოულობენ, მისი ადგილსამყოფელი უცნობია

რუსეთის პირველი არხის თანამშრომელს, რომელიც არხის ახალი ამბების გამოშვებაში ანტი-საომარი ტრანსპარანტით შეიჭრა ადვოკატები ვერ პოულობენ, მარინა ოვსიანიკოვას მდებარეობა ამ დრომდე უცნობია. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოვსიანიკოვა მოსკოვის ოსტანკინოს რაიონის საპოლიციო განყოფილებაში იყო გადაყვანილი. მალევე ადგილზე ოვსიანიკოვას ადვოკატი და უფლებადამცველები მივიდნენ, თუმცა ისინი განყოფილების შენობაში არ შეუშვეს. 

მოგვიანებით უფლებადამცველებმა შეძლეს პოლიციის შენობაში შესვლა, თუმცა ადგილზე ოვსიანიკოვა ვერ ნახეს. პირველი არხის თანამშრომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოვსიანოკოვას წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლით აღიძრა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ომად მოხსენიებას კრძალავს და ამავდროულად უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ "ყალბი ამბების" გავრცელებას კანონით კრძალავს. 

მუხლი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის ახალი ამბების მთავარი გამოშვების სტუდიაში ანტი-საომარი ტრანსპარანტით შეიჭრა, რომელსაც ეწერა - "შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ". 

მოგვიანებით ოვსიანიკოვას მიერ წინასწარ ჩაწერილი ვიდეო მიმართვაც გავრცელდა სადაც ამბობს, რომ ბოლო წლებში განმავლობაში პირველ არხზე მუშაობდა და კრემლისტური პროპაგანდით იყო დაკავებული, რისთვისაც ძალიან რცხვენია. 

ოვსიანიკოვა მოუწოდებს მოქალაქეებს გამოვიდნენ ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე. 

მსგავსი სიახლეები