აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სროლის ხმა ისმოდა, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი
აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტთან გამართულ აქციაზე სროლის ხმა გაისმა.
ამის შესახებ Эхо Кавказа წერს.
მანამდე მომიტინგეებთან ასლან ბჟანიას პირადი დაცვის უფროსი გამოვიდა და აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ მათ მოთხოვნებს - სხდომის გამართვას და სოხუმს-მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას - ე.წ. პრეზიდენტისთვის გადაცემას დაჰპირდა.
შემთხვევის ადგილზე ასევე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. მათ ასევე მოახერხეს სახანძრო მანქანის შეჩერება, რომლითაც ღობის ნაწილის დანგრევის შემდეგ შექმნილი გადასასვლელის გადაკეტვას აპირებდნენ.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღის წესრიგი მანამდე არ დაამტკიცა და სხდომა ჩაიშალა.
აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლება 15 ნოემბერს სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის განხილვას აპირებდა.
იმავდროულად, აქციის მონაწილეები სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას ითხოვდნენ.