AFP: მაკრონთან საუბარში პუტინმა მარიუპოლის მცველების დანებება მოითხოვა
ცოტა ხნის წინ ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ალყაში მყოფი მარიუპოლში საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის ჩატარება და ქალაქში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია იყო.
AFP-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის.
"უახლოეს დღეებში რუსული არმიის მიერ ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლის მაცხოვრებლების დასახმარებლად ჰუმანიტარული ოპერაციისთვის ჩასატარებლად აუცილებელი პირობები ამ ეტაპზე არ არსებობს",- ნათქვამია ფრანგი პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ემანუელ მაკრონის მიერ წარდგენილ წინადადაბაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკითხზე იფიქრებს. გარდა ამისა ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარში ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა "დაყარონ იარაღი მარიუპოლში მყოფმა ნაციონალისტებმა".
სავარაუდოა, რომ ნაციონალისტებში რუსეთის პრეზიდენტი აზოვის ბატალიონს გულისხმობს, რომლებიც უკვე თითქმის 1 თვეა გმირულად იცავენ ქალაქს ოკუპანტებისგან.
მასალა განახლებადია.