აჰმედ ალ-შარაა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს შეხვდა

Ynet სირიულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორშაბათს, სირიის პრეზიდენტი აჰმად ალ-შარაა აბუ-დაბიში ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჩი ჰანეგბის შეხვდა. ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრას "სირია-ისრაელის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო მათი პირველი შეხვედრა.
State Of Play: გასულ კვირას დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ სირია ისრაელთან "ჩუმ" მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლის მიზანიც არა სამშვიდობო შეთანხმება, არამედ შეზღუდული უსაფრთხოების შეთანხმებაა.
- სირიის პრეზიდენტის ინტერესები, რომელიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და სანქციების შემსუბუქებას ცდილობს, და ისრაელის ინტერესები ჩრდილოეთ საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, თანხვედრაშია.
- ეს არ გულისხმობს მშვიდობას ან საელჩოების გახსნას, არამედ უსაფრთხოების პაქტს.
- "ყველამ, ვინც დამასკოში ფალაფელის ჭამას წარმოიდგენს, უნდა განაგრძოს ოცნება," - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
Big Picture: მოსალოდნელი შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიებს, ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას, ირანის გავლენის შეზღუდვის ზომებს და საზღვართან ტერორისტული აქტების პრევენციას.
- უცხოური წყაროების თანახმად, ისრაელმა უკვე გამოიყენა სირიის საჰაერო სივრცე ირანის სამიზნეებზე თავდასხმებისთვის, რაც მიუთითებს ორ ქვეყანას შორის არაფორმალურ კოორდინაციაზე.
- ეს დისკუსიები 1974 წლის ძალთა გამიჯვნის შეთანხმებიდან იღებს სათავეს, რომლითაც იომ კიპურის ომი და შემდგომი "გამოფიტვის ომი" დასრულდა.
- ამ შეთანხმებამ განსაზღვრა საზღვრები, ჯარების განლაგება და მონიტორინგის მექანიზმები.
- ისრაელის მთვრობის მაღალჩინოსნები თვლიან, რომ შეთანხმება შეიძლება განახლდეს თანამედროვე საფრთხეების გათვალისწინებით - იმ პირობით, რომ სირია რეალურად დააღწევს თავს ირანის გავლენას.
Сontext: დაახლოებით ორი თვის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალ-შარაას შეხვდა. ეს აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტებს შორის 25 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა იყო.
- თეთრი სახლის ცნობით, ტრამპმა ალ-შარაას მოუწოდა, შეუერთდეს ისრაელთან დადებულ აბრაამის შეთანხმებებს და გააძევოს პალესტინური ტერორისტული დაჯგუფებები.
- ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების ნორმალიზებას გეგმავს.
- მან დაადასტურა, რომ სანქციების შემსუბუქება სირიისთვის ახალი შანსის მიცემას ისახავს მიზნად.