ალ-აქსას მეჩეთთან დაპირისპირების შემდეგ ისრაელმა 350 ადამიანი დააკავა

ისრაელის პოლიციის განცხადებით, სამშაბათს ღამით, ათობით ნიღბიანი ახალგაზრდა ბარიკადირებული იყო ალ-აქსას მეჩეთში, ტაძრის მთაზე, თან ჰქონდათ პიროტექნიკა და ხელკეტები, ჩაკეტეს მეჩეთის კარები და ბარიკადები შესასვლელთან მოათავსეს. ამის შესახებ The Times of Israel წერს.

სამართალდამცავების თქმით, ეს იყო აშკარა მზადება მთაზე ოთხშაბათს, პასექის ღამეს, ებრაელთა ვიზიტისთვის, რომელიც აკრძალულია ხელისუფლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელებს უფლება აქვთ მოინახულონ უძველესი ებრაული ტაძრების ადგილი, იქ შენარჩუნებული სტატუს კვოს პირობებში, მათ არ შეუძლიათ ადგილზე რიტუალების ჩატარება.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიცრები ცდილობდნენ შიგნით მყოფები დაერწმუნებინათ, რომ მეჩეთი დაეტოვებინათ, მაგრამ საბოლოოდ ისინი აიძულეს მეჩეთში შესულიყვნენ, სადაც მათ თავს დაესხნენ ქვებით და პიროტექნიკით.

პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს მეჩეთის შიგნით პიროტექნიკის აფეთქებები და ქვების სროლა. სამართალდამცავების მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენებია სპეცრაზმი, რომელიც მეჩეთში პიროტექნიკის აფეთქებების ფონზე გადაადგილდება. კადრებში ასევე ნაჩვენები იყო ბარიკადირებული კარი და პიროტექნიკის ყუთები იატაკზე.

ჰამასმა დაგმო მეჩეთის დარბევა, როგორც "უპრეცედენტო დანაშაული" და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებს მოუწოდა "მასობრივად წასულიყვნენ ალ-აქსას მეჩეთისკენ, მის დასაცავად."

რამდენიმე საათის შემდეგ, დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჰებრონთან სროლის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაჭრეს.

ოთხშაბათს დილით, ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაპირისპირების დროს 350 ადამიანი დააკავეს.

ისრაელისკენ რაკეტების გაშვება 

ოთხშაბათს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში ჰამასის სამიზნეები დაბომბეს. ეს ჰამასის მიერ ისრაელისკენ რაკეტების გაშვებაზე პასუხი იყო. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ჰამასის იარაღის ქარხანა და ტერორისტული დაჯგუფების იარაღის საცავი. მედიის ცნობით, რაკეტები პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტერორისტულმა დაგუფებამ გაისროლა, მაგრამ ისრაელი ყველა თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ჰამასს აკისრებს.

მსგავსი სიახლეები