ალიევი: 24 საათის განმავლობაში ყველა მიზანს მივაღწიეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თავისმა ქვეყანამ სახმედრო ოპერაციის მიმდინარეობის 24 საათში ყველა დასახულს მიზანს და ამოცანას მიაღწია. 

"ანტი-ტერორისტული ზომების შემდეგ აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღიდგინა",- განაცხადა ალიევმა. 

მისი თქმით, მოთხოვნების შეუსრებლობის შემთხვევაში აზერბაიჯანი მზად იყო სამხედრო მოქმედებების გასაგრძელებლად. 

კონტექსტი 

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა. 

დღეს დილით ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ბოლო საათებში ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

მსგავსი სიახლეები