ალიევი: ერევანმა პოლიტიკური კომპეტენტურობა გამოიჩინა, ამას ვაფასებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური კომპეტენტურობა გამოიჩინა და ბაქო ამას დააფასებს. 

ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაჯანმა აღიდგინა სუვერენიტეტი და სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახულ ყველა მიზანს მიაღწია. 

კონტექსტი

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა. 

დღეს დილით ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ბოლო საათებში ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს. 

მსგავსი სიახლეები