ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 23 ნოემბერს გამოცხადებული დამატებითი 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი.
ახალი პაკეტიდან შემდეგ შეიარაღებას მოიცავს:
- რაკეტები საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის (NASAMS);
- 150 მძიმე ტყვიამფრქვევი თერმოგრაფიული სამიზნეებით დრონებთან საბრძოლველად;
- რაკეტები HIMARS-ებისთვის;
- 155 მმ კალიბრის 200 მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვი;
- 10 ათასი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნების ჭურვი;
- მაღალი სიჩქარის რადარების საწინააღმდეგო რაკეტები (HARM);
- 150 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWV);
- 100-ზე მეტი მსუბუქი ტაქტიკური მანქანა;
- 20 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის;
- 200-ზე მეტი გენერატორი;
- 105 მმ-იანი ჰაუბიცებისა და სხვა აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილები.
"უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მუდმივი და სასტიკი სარაკეტო და საავიაციო თავდასხმების გამო, საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები გადაუდებელ ამოცანად რჩება. NASAMS-ის დამატებითი საბრძოლო მასალა და მძიმე ტყვიამფრქვევები დაეხმარება უკრაინას ამ გადაუდებელ საფრთხეებთან გამკლავებაში", - ნათქვამია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.