ამერიკელების 70%-ზე მეტი ტრამპის ტარიფების გამო ფასების ზრდას ელის - Ipsos

Ipsos-ის მიერ Reuters-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელთა 70%-ზე მეტი ელის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უპრეცედენტო ტარიფების შედეგად, ფასები საქონლის უმეტესობაზე გაიზრდება.
State Of Play: ამერიკელთა 73% ელის ფასების ზრდას სამომხმარებლო საქონლის ფართო სპექტრზე.
- გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს მიაჩნია, რომ ფასები შემცირდება. დანარჩენებმა განაცხადეს, რომ არ ელოდნენ მნიშვნელოვან ცვლილებებს ან არ სურთ პასუხის გაცემა.
- გამოკითხულთა 57%-მა (მათ შორის რესპუბლიკელი ამომრჩევლების მეოთხედმა) თქვა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ასეთ ტარიფებს.
- გამოკითხულთა 39%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს მსგავს ნაბიჯს.
Big Picture: გამოკითხულთა ნახევარი, მათ შორის თითქმის ყველა რესპუბლიკელი, ეთანხმება განცხადებას, რომ თუნდაც ტრამპის გადაწყვეტილება იყოს "მტკივნეული" მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს ღირდა შეერთებული შტატების გრძელვადიან პერსპექტივაში გასაძლიერებლად. მეორე ნახევარი, მათ შორის დემოკრატიული პარტიის თითქმის ყველა მხარდამჭერი, არ ეთანხმება ამას.
4-6 აპრილს ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1027 ადამიანი გამოიკითხა შეერთებული შტატების მასშტაბით, ცდომილების შესაძლო ზღვარი 3%-ია.
Context: 8 აპრილს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩინურ პროდუქციაზე 104%-იანი ტარიფები 9 აპრილიდან ამოქმედდება. ოფიციალური ვაშინგტონის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩინურმა მხარემ საპასუხოდ შემოღებული 34%-იანი ტარიფების გაუქმებაზე უარი განაცხადა.
- ცოტა ხნით ადრე, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ისინი არ აპირებენ დონალდ ტრამპის მოთხოვნის შესრულებას, რომელიც საპასუხოდ შემოღებული ტარიფების გაუქმებას მოიაზრებს.
- "თუკი ამერიკული მხარე არასწორი გზით სვლას განაგრძობს, ჩინეთი მზად არის ბოლომდე იბრძოლოს," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- 2 აპრილს, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა "ამერიკის გათავისუფლების დღე" უწოდა, აშშ-მა სავაჭრო ტარიფები სულ 185 ქვეყანას დაუწესა, მათ შორის, ევროკავშირიდან იმპორტზე - 20%, ჩინეთიდან - 34% და ინდოეთიდან - 40%.