ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს ჰაუბიცების გამოყენებას ასწავლიან

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინელ ჯარისკაცებს მათ მიერ გადაცემული ჰაუბიცების გამოყენებას ასწავლიან. 

ინფრომაცია ამის შესახებ პენტაგონის ყოველდღიურ ანონიმურ ბრიფინგზე. 

არსებული ინფრომაციით ამერიკელი სამხედროები უკრაინელ კოლეგებას მათ მიერ გადაცემული სხვა მძიმე შეიარაღების მართვასაც ასწავლიან. 

"ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ პროგრესს, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ტრენინგების ორგანიზების თვალსაზრისით. მომდევნო დღეებში უკრაინის ტერიტორიის გარეთ, ორგანიზებული იქნება მსგავსი ტრენინგი კონკრეტულად ჰაუბიცებისთვის",- განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

საუბარია აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე, რომლის ღირებულებას 800 მილიონ დოლარს შეადგენს და რომელშიც ომის დაწყების შემდეგ პირველად შევიდა მძიმე შეიარაღება, არტილერიული დანაგდარები და საბრძოლო ავიაცია. 

მსგავსი სიახლეები