ამერიკიდან გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტვირთი ჩავიდა

3 იანვარს, აშშ-დან გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია ჩავიდა. თხევადი გაზის გადამზიდავი Maria Energy ვილჰელმშევენის ტერმინალში ჩადგა. გაზი ახლა სპეციალურ გემზე, Höegh Esperanza-ზე ჩაიტვირთება, სადაც ის აირისებრ ფორმას მიიღებს და შემდეგ გერმანიის გაზსადენის ქსელში ჩაიტუმბება.

თხევადი გაზის მცურავი ტერმინალი ვილჰელმშევენში, უამრავ მსგავს ობიექტთან ერთად, დეკემბერში გაიხსნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ფონზე, გერმანიის მთავრობა აჩქარებს თხევადი გაზის იმპორტისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას. მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ოთხი მცურავი ტერმინალის გახსნისთვის.

ლუბმინში კიდევ ერთი კერძო პროექტი ამოქმედდა.

გერმანიის გარემოს დაცვის ორგანიზაციამ (DUH) მკვეთრად გააკრიტიკა თხევადი ბუნებრივი აირის აშშ-დან იმპორტი, რადგან ის იქ ეკოლოგიურად საკამათო ფრეკინგის ტექნოლოგიით იწარმოება. DUH-ის წარმომადგენელმა გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტვირთის შემოსვლას "კლიმატისა და გარემოს დაცვაზე ისტორიული დარტყმა" უწოდა.

მსგავსი სიახლეები