ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი: პრაიდის დროშებს არ გამოვფენთ

პარასკევს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი არ იზიარებენ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოსაზრებას პრაიდის დროშის გამოფენასთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ აპირებენ თავიანთ შენობებზე პრაიდის თვის აღსანიშნავად დროშების ჩამოკიდებას.

თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კირბის განაცხადებით, განხილვების შემდეგ გადაწყდა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი სამხედრო ბაზებზე არსებულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.

“პრაიდის დროშისთვის გამონაკლისი არ იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ LGBTQ+ საზოგადოებას. ეს უფრო მეტად ეხება პოტენციურ სირთულეებს, რაც შეიძლება მსგავსი გამონაკლისის დაშვებამ გამოიწვიოს.”- აღნიშნა ჯონ კირბიმ

გარდა ამისა, 25 მაისს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ამერიკის საელჩოებს უფლება მისცა Black Lives Matter-ის დროშები ჩამოკიდონ.



მსგავსი სიახლეები