პენტაგონი: უკრაინას უკვე ვუგზავნით დამატებით თავდაცვით შეიარაღებას

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პროცესი აღდგენილია, დაკონკრეტებულია, რომ საუბარია თავდაცვით შეიარაღებაზე.
State Of Play: ამის შესახებ უწყების პრესსპიკერის, შონ პარნელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი - პენტაგონის შეტყობინებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის კომენტარი, რომ აშშ უკრაინას დამატებით შეიარაღებას გადასცემდა.
- "პრეზიდენტ ტრამპის განკარგულების შესაბამისად თავდაცვის სამინიტრო უკრაინას დამატებით თავდაცვით შეიარაღებას უგზავნის, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა, სანამ ჩვენ მყარი მშვიდობის მისაღწევად ვმუშაობთ"- ნათქვამია განცხადებაში.
- მოკლე ოფიციალურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ პარალელურად გრძელდება ამერიკის სამხედრო მარაგების შესწავლის პროცესი და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის (America Firs) განუყოფელი ნაწილია.
Big Picture: თეთრ სახლში ისრაელის პრემიერის მიღების დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით შეიარაღებას გაუგზავნიდა.
- ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "დიახ, უკრაინას მეტ შეიარაღებას გადავცემთ, ჩვენ ამის გაკეთება მოგვიწევს, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. მათ ძალიან მძიმედ უტევენ, ძალიან მძიმედ. საუბარია ძირითადად თავდაცვით შეიარაღებაზე, მაგრამ მათ ძალიან მძიმედ უტევენ."
- ამავე პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ორჯერ გაიმეორა, რომ "იმედგაცრუებულია" ვლადიმირ პუტინის მოქმედებებით, რადგანაც ამ უკანასკნელს "არ სურს ომის დასრულება."
Break It Down: ჯერჯერობით უცნობია რა შეიარაღებას გულისხმობდა ტრამპი: ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ პაკეტებს, რომელთა მიწოდებაც გასულ კვირას პენტაგონის გადაწყვეტილებით შეჩერდა, თუ შეიარაღების ახალ პაკეტს, რომელთა შეძენის მზაობასაც კიევი უკვე რამდენიმე თვეა გამოთქვამს.
- პენტაგონის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაპაუზების ოფიციალურ მიზეზად ამერიკის შემცირებული არსენალები დასახელდა - გადაწყვეტილებას კონგრესსა და სენატში უკრაინის მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.
- ამერიკული პრესა წერდა, რომ გადაწყვეტილება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა და მისმა მოადგილემ, ელბრიდჯ კოლბიმ სახელმწიფო დეპარტამენტთან და კონგრესთან კონსულტაციის გარეშე ერთპიროვნულად მიიღეს.
- თავად ტრამპი უარყოფდა პაუზას, თუმცა ამბობდა, რომ მის გუნდს სურდა დარწმუნებულიყო, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკას შეიარაღების საკმარისი მარაგი ექნებოდა.
Сontext: შეიარაღების მიწოდების კუთხით წარმოქმნილი პრობლემების ფონზე სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. წყაროების ცნობით, საუბარი დადებითად წარიმართა და განიხილებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება.
- უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეს ამერიკელ პრეზიდენტთან გამართული "საუკეთესო საუბარი" იყო.
- ზელენსკისთან გამართულ ზარს წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, რომლის დასრულების შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ "პუტინთან ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია და იმედგაცრუებულია."
Go Deeper: უშაკოვი: პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ არ იტყვის უარს თავის მიზნებზე უკრაინაში