ზელენსკი: ტრამპთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
State Of Play: ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში წერს - უკრაინელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა შეერთებულ შტატებს გაწეული დახმარებისთვის.
- "ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საუბარი გვქონდა, მადლიერები ვართ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვის შესაძლებლობას"- წერს ზელენსკი.
- უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან ასევე ისაუბრეს რუსეთის საჰაერო დარტყმებსა და ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ.
- "მადლიერი ვარ უკრაინის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ საჰაერო სივრცის დაცვაზე"- წერს ზელენსკი.
- უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ასევე განიხილეს უკრაინისა და შეერთებული შტატების სამხედრო-ინდუსტრიული შესაძლებლობები, მათ შორის ერთობლივი წარმოების კუთხით და ასევე ორმხრივი ინვესტიციები.
Break It Down: ვოლოდიმირ ზელენსკის პოსტამდე ცოტა ხნით ადრე, სატელეფონო საუბრის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა გამოცემა Axios-ის კორესპონდენტი, ბარაკ რავიდი.
- "ვითარებაში გაცნობიერებული წყარო მეუბნება, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის კარგი საუბარი შედგა"- წერდა რავიდი.
- წყაროების ცნობით, დიალოგი 40 წუთი გრძელდებოდა.
- აქამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო სისტემების შეძენაზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან.
- Der Spiegel-ის ცნობით, ამერიკელ პრეზიდენტს მერცისთვის კონკრეტული დაპირებები არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
Big Picture: უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა გამოთქვამს მზაობას შეიძინოს PATRIOT-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები - დონალდ ტრამპი თავდაპირველად სერიოზულად არ პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს ამ თემაზე, თუმცა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ "გადახედავს, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი."
- ტრამპის თქმით, ამ ტიპის სისტემების საჭიროება ისრაელს და თავად შეერთებულ შტატებსაც აქვს და საზენიტო რაკეტები დეფიციტშია - სწორედ ეს გახდა უკრაინისთვის უკვე გამოყოფილი შეიარაღების პაკეტების მიწოდების შეჩერების ოფიციალური მიზეზი.
Сontext: ზელენსკიმდე ტრამპი მეექვსედ ესაუბრა ვლადიმირ პუტინს - თითქმის 1-საათიანი საუბრის შემდეგ ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია და ამით ბედნიერი არ არის."
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, პუტინთან ერთად სხვა საკითხებიც მათ შორის ირანში განვითარებული მოვლენებიც - "ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომზეც, მაგრამ მე არ ვარ ბედნიერია ამით."
Go Deeper: უშაკოვი: პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ არ იტყვის უარს თავის მიზნებზე უკრაინაში