რუბიო უკრაინასთან მოლაპარაკებებზე: საუკეთესო დღე გვქონდა, ყველაზე პროდუქტიული

ჟენევაში უკრაინულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრების გამხსნელი რაუნდი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა შეაფასა როგორც ყველაზე პროდუქტიული. 

ვითარების არსი: ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა. 

  • "ვფიქრობ მთავარი დასკვნა დღევანდელი შეხვედრიდან ის არის, რომ ეს იყო ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, რომ ეს იყო საუკეთესო შეხვედრა, ეს საუკეთესო დღე იყო რაც აქამდე გვქონია, ჩვენი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან"- განაცხადა რუბიომ. 

  • აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და მის შესახებ ინფორმაცია დღის განმავლობაში მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ჩაშლილად: "არსებითი პროგრესის" შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა - მისი თქმით, "გრძელდება მოძრაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ, რასაც იმსახურებს უკრაინელი ხალხი"

  • ერმაკამდე მსგავსი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმაც. 

  • ზელენსკის თქმით, "არსებობს აღქმა, რომ ამერიკულმა წინადადებებმა შეიძლება მოიცვას  უკრაინის ხედვასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკული რიგი ელემენტებისა."

  • უმეროვი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის საბოლოოდ არ არის შეთანხმებული "არსებული რედაქციით ის უკვე ასახავს უკრაინისთვის საკვანძო პრიორიტეტების უმეტესობას." 

 

დიდი სურათი: საუბარია შვეიცარიაში მიმდინარე მრავალმხრივ შეხვედრებზე, რომელსაც მალე შეურთდებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. 

  • მიმდინარე კონსულტაციები პირველი მრავალმხრივი შეხვედრაა დასავლელ მოკავშირეებს შორის, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.

  • გასული ღამით დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას უარყოფითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას არის თუ არა მის მიერ წარდგენილი გეგმა უკრაინისთვის საბოლოო წინადადება.

 

მსგავსი სიახლეები