უმეროვი: გეგმის არსებული რედაქცია ასახავს უკრაინის საკვანძო პრიორიტეტებს

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (РНБО) მდივნის თქმით, კიევი კმაყოფილი ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებით და არსებული რედაქციით დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის პრიორიტეტებს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ რუსტემ უმეროვი თავის ტელეგრამ არხზე წერს. 

  • "მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ჯერ კიდევ გადის შეთანხმების ფინალურ ეტაპს, უკვე არსებული რედაქციაში ასახულია უკრაინის საკვანძო პრიორიტეტების უმეტესობა"- წერს უმეროვი. 

  • ამავე პოსტში საბჭოს მდივანმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ დელეგაციას "კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის" და "ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის" უკრაინის მიერ წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით. 

  • "ველოდებით, შემდგომ პროგრესს დღის განმავლობაში"- წერს უმეროვი. 

დაეწიე ამბავს: ცოტა ხნით ადრე მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა ზელენსლიმაც - მისი თქმით, ჟენევაში გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ აშშ მზად არის გაითვალისწინოს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. 

  • "ამერიკულმა წინადადებებმა შეიძლება მოიცვას  უკრაინის ხედვასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკული რიგი ელემენტებისა"- წერს უკრაინელი პრეზიდენტი. 

დიდი სურათი: საუბარია შვეიცარიაში მიმდინარე მრავალმხრივ შეხვედრებზე, რომელსაც მალე შეურთდებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. 

  • მიმდინარე კონსულტაციები პირველი მრავალმხრივი შეხვედრაა დასავლელ მოკავშირეებს შორის, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.

  • გასული ღამით დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას უარყოფითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას არის თუ არა მის მიერ წარდგენილი გეგმა უკრაინისთვის საბოლოო წინადადება. 

 

სტრიქონებს შორის: ამგვარად ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა, რომლის არაერთი პუნქტი უკრაინის მიერ მრავალჯერ უარყოფილ დათმობებს მოიცავს. 

  • ასე მაგალითად, არსებულ ვერსიაში უკრაინა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკის ოლქიდან, ასევე უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, ასევე აიღოს არმიის რიცხოვნების შემცირების ვალდებულება და მიიღოს მკაცრი შეზღუდვები შორეულ შეიარაღების ქონის შესახებ, გამოაცხადოს ამნისტია ომის დამნაშავეებზე და შეეგუოს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულუფლებიან წევრად. 

  • მეორეს მხრივ, ტრამპის მიერ წარდგენილი პაკეტი უკრაინისთვის აქამდე შეთავაზებულ ყველაზე "გულუხვ" უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს. 

  • 21 ნოემბერს Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ 27 ნოემბერი (ამ დღეს წელს ამერიკაში მადლიერების დღეს აღნიშნავენ) შესაფარისი დროა კიევისთვის მის სამშვიდობო გეგმაზე ხელმოსაწერად. 

კონტექსტი: შექმნილ ვითარებაში უკრაინელებს საგანგებოდ მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - 10 წუთიან ვიდეო-მიმართვაში უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავის არსებობის განმავლობაში ურთულეს პერიოდს გადის. 

  • "უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: დაკარგოს ღირსება, ან დაკარგოს საკვანძო პარტნიორი. ან რთული 28 პუნქტი ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, ყველაზე მძიმე და შემდგომი რისკები"- განაცხადა ზელენსკიმ.

     
  • უკრაინელმა პრეზიდენტის თქმით, მომდევნო კვირაში უკრაინისკენ მიმართული პოლიტიკური და ინფორმაციული წნეხი გაიზრდება, თუმცა დასძინა, რომ უკრაინა გააგრძელებს მშვიდად მუშაობს შემოთავაზებულ გეგმაზე ამერიკელებთან და ევროპელებთან.

მსგავსი სიახლეები