აშშ-მ ნატოს განუცხადა, რომ არსებულ გეგმაზე უარი უარესი პირობებით დასრულდება - Guardian

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ნატოში თავის პარტნიორებს განუცხადეს, რომ სურთ კიევმა მაქსიმალურად სწრაფად მოაწეროს ხელი არსებულ გეგმას, რადგანაც უარის შემთხვევაში შემდეგი შეთანხმების პირობები კიევისთვის უარესი იქნება. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით The Guardian წერს - მათი შეფასებით შეხვედრამ მძიმე ატმოსფეროში ჩაიარა. 

  • საუბარია შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან, რომელზეც აშშ-ს სახმელეთო არმიის მდივანმა ევროპელ პარტნიორებს შეთანხმების შინაარსი და ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები გააცნო. 

  • "კოშმარული შეხვედრა იყო, რომელზეც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ თქვენ კარტი არ გაქვთ არგუმენტი"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

  • წინა დღით დრისკოლმა შეხვედრა გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. 

ჩაშლილად: "არ არსებობს იდეალური შეთანხმება და მას ხელი უნდა მოეწეროს, უმჯობესია ადრე, ვიდრე გვიან"- წყაროების ცნობით, სწორედ ასე შეაფასა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა დრისკოლმა. 

  • წყაროების ცნობით, დრისკოლა ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მთავარი პრიორიტეტი ომის მაქსიმალურად სწრაფად დასრულებაა - "რაც უფრო მეტი მზარეული სამზარეულოში, მით უფრო რთულია მუშაობა." 

  • შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს საქმეთა რწმუნებული უკრაინაში, ჯული დევისი, რომელმაც დიპლომატებთან საუბარში აღიარა, რომ შეთანხმებების პირობები უსამართლოა, მაგრამ მისი თქმით, "ამ მომენტიდან პირობები გაუარესდება, არ გაუმჯობესდება.

 

სტრიქონებს შორის: ამგვარად ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა, რომლის არაერთი პუნქტი უკრაინის მიერ მრავალჯერ უარყოფილ დათმობებს მოიცავს. 

  • ასე მაგალითად, არსებულ ვერსიაში უკრაინა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკის ოლქიდან, ასევე უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, ასევე აიღოს არმიის რიცხოვნების შემცირების ვალდებულება და მიიღოს მკაცრი შეზღუდვები შორეულ შეიარაღების ქონის შესახებ, გამოაცხადოს ამნისტია ომის დამნაშავეებზე და შეეგუოს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულუფლებიან წევრად. 

  • მეორეს მხრივ, ტრამპის მიერ წარდგენილი პაკეტი უკრაინისთვის აქამდე შეთავაზებულ ყველაზე "გულუხვ" უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს. 

  • 21 ნოემბერს Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ 27 ნოემბერი (ამ დღეს წელს ამერიკაში მადლიერების დღეს აღნიშნავენ) შესაფარისი დროა კიევისთვის მის სამშვიდობო გეგმაზე ხელმოსაწერად. 

კონტექსტი: შექმნილ ვითარებაში უკრაინელებს საგანგებოდ მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - 10 წუთიან ვიდეო-მიმართვაში უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავის არსებობის განმავლობაში ურთულეს პერიოდს გადის. 

  • "უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: დაკარგოს ღირსება, ან დაკარგოს საკვანძო პარტნიორი. ან რთული 28 პუნქტი ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, ყველაზე მძიმე და შემდგომი რისკები"- განაცხადა ზელენსკიმ.

  • უკრაინელმა პრეზიდენტის თქმით, მომდევნო კვირაში უკრაინისკენ მიმართული პოლიტიკური და ინფორმაციული წნეხი გაიზრდება, თუმცა დასძინა, რომ უკრაინა გააგრძელებს მშვიდად მუშაობს შემოთავაზებულ გეგმაზე ამერიკელებთან და ევროპელებთან.

სიღრმისეულად: Reuters: ტრამპის სამშვიდობო გეგმა შესაძლოა რუბიოსთვისაც სიურპრიზი ყოფილიყო

მსგავსი სიახლეები