ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას: 72 ჰაუბიცა და 120-ზე მეტი დრონი
21 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს.
პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ისაუბრა, თუ რა შეიარაღებას მოიცავს ახალი პაკეტი.
დახმარების ახალ პარტიაში შედის:
- 72 155 მმ-იანი ჰაუბიცა და მათთვის 144 ათასი ჭურვი;
- 72 ტაქტიკური ავტომობილი ამ ჰაუბიცების ბუქსირებისთვის;
- 121-ზე მეტი Phoenix Ghost ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი;
- საველე აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები.
"ეს აქტივები, 13 აპრილს გამოცხადებულ 155 მმ-იან ჰაუბიცებთან ერთად, უზრუნველყოფს საკმარის საარტილერიო სისტემებს ხუთი ბატალიონის აღჭურვისთვის", - თქვა პენტაგონმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის აგვისტოს შემდეგ პენტაგონის რეზერვიდან უკრაინისთვის გამოყოფილი მერვე სამხედრო დახმარების პაკეტია.
"აშშ-მ 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ შორის დაახლოებით 3.4 მილიარდი დოლარი რუსეთის არაპროვოცირებული შემოჭრის დაწყებიდან 24 თებერვალს," - აცხადებს პენტაგონი.
შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო უკრაინელი სამხედროების გაწვრთნა, რათა მათ აშშ-ს მიერ მოწოდებული ჰაუბიცების გამოყენება შეძლონ.