ამსტერდამის პორტის თანამშრომლებმა უარი თქვეს რუსული ტანკერის მიღებაზე
ამსტერდამის პორტის თანამშრომლები უარს ამბობენ რუსული ნავთობით დატვრითული ტანკერის მიღებასა და დაცლაზე. მანამდე რუსული ნავთობით კიდევ ერთი ტანკერის მიღებაზე უარი თქვეს როტერდამის პორტის თანამშრომლებმაც.
ინფორმაციას ამის შესახებ ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საუბარია მარშალის კუნძულების დროში ქვეშ მცურავ ტანკერ Suny Liger-ზე, რომელიც რუსეთის პრიმორსკიდან გამოვიდა და ამ დროისთვის VesselFinder-ის მონაცემებით ნიდერლანების ნაპირიდან 40 კილომეტრის დაშორებით დგას.
პორტის თანამშრომლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტმაც, სადაც განაცხადეს, რომ რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერის მიღება "არასასურველია".
შემთხვევას გამოეხმაურა ნიდერლანდების ხელისუფლებაც, სადაც განაცხადებს, რომ არ აქვთ არავითარი საფუძველი გემი პორტში არ შემოუშვან, რადგანაც ტანკერი რუსეთის დროშის ქვეშ არ ცურავს.
8 აპრილს ევროკავშირმა თავის პორტებში რუსული დროში ქვეშ მცურავი გემებისა და სატვირთო ავტომობილების შესვლა აკრძალა. მოგვიანებით იგივე სანქციების შესახებ გამოაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციამაც.