ამსტერდამში ანა ფრანკის ძეგლი მეორედ მოხატეს პრო-პალესტინური ლოზუნგით
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში ამსტერდამში დაღუპული ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის ძეგლზე ერთ თვეში მეორედ დაწერეს უცნობმა პირებმა პროპალესტინის ლოზუნგი, დაზიანდა რამდენიმე სხვა ძეგლიც.
ამის შესახებ NOS წერს.
პოლიციამ განაცხადა, რომ გამვლელებმა კვირა დილით ამსტერდამში ძეგლებზე ვანდალიზმი შენიშნეს.
უცნობმა პირებმა კვლავ შეღებეს ანა ფრანკის ძეგლი და წითელი საღებავით დაწერეს Free Gaza. ქანდაკების ხელებიც წითლად იყო შეღებილი.
ეს აქტი დაემთხვა იმ დღის 80 წლის იუბილეს, როდესაც იპოვეს სამალავი, რომელშიც ანა და სხვა ადამიანები იმყოფებოდნენ.
ანალოგიურად დაზიანდა იმავე ტერიტორიაზე მდებარე არაერთი სხვა ძეგლი, კერძოდ, ინდოელი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლისა და წინააღმდეგობის არაძალადობრივი მეთოდების მხარდამჭერის, მაჰათმა განდის ძეგლი, ასევე წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეთა ძეგლი.
მერიამ აღშფოთება გამოხატა უცნობი პირების ქმედებებთან დაკავშირებით და პირობა, რომ საღებავს რაც შეიძლება სწრაფად მოაშორებენ.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, უკავშირდება თუ არა შემთხვევები ერთმანეთს.
მანამდე ანა ფრანკის ძეგლი პროპალესტინური ლოზუნგით ივლისის დასაწყისში მოხატეს.