ანკარის მერი: ქილიჩდაროღლუს ლიდერობით, დიდი ალბათობით მეორე ტური იქნება

თურქეთის მთავარი ოპოზიციური კანდიდატის - ქემალ ქილიჩდაროღლუს პარტნიორი და ანკარის მერი, მანსურ იავაში აღნიშნავს, რომ არსებული შედეგების საფუძველზე, სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება. 

"საბოლოო შედეგების მისაღებად მცირე დროა დარჩენილი, თუმცა როდესაც ყველაფერი დაითვლება, ვნახავთ, რომ ჩვენი კანდიდატი - ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერი იქნება.

მე ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან მაღალია მეორე ტურის ალბათობა."-განაცხადა იავაშმა. 

მისი თქმით, მთლიანი ხმების 70%-ია დათვლილი, საიდანაც ქილიჩდაროღლუმ 47.7% მიიღო, ხოლო ერდოღანმა 45.8% მოაგროვა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები