აქსიონოვის თქმით, ყირიმს 30-მდე დრონმა შეუტია
ღამით ოკუპირებულ ყირიმს თითქმის სამი ათეული დრონი დაესხა თავს. ამ ინფორმაციას ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის ე.წ. "ხელმძღვანელი" სერგეი აქსიონოვი 18 ივლისს დილით ავრცელებს.
მისი თქმით, დრონები ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. აქსიონოვი აცხადებს, რომ ისინი გაანეიტრალეს.
"საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 19 ელექტრონული ომის საშუალებებით გაანეიტრალეს," - დაწერა მან და აღნიშა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
ნახევარკუნძულზე დრონების შეტევის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. მათი განცხადებით, 17 დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემებით ჩამოაგდეს, 11 კი ელექტრონული ომის საშუალებებით.