არახამია: უკვე შესაძლებელია პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი

სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ მხარეებმა რეალურ პროგრესს მიაღწიეს. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე საკმარისად დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ რათა შესაძლებელი იყოს უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა", - განაცხადა არახამიამ. 

მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა რუსულმა მხარემაც. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. 

მსგავსი სიახლეები